„პატრიოტები“ კრამერის წინააღმდეგ - თბილისში დღეს აქცია გაიმართება

© Sputnik / Alexander Imedashvili„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციური პარტია ამერიკელ პარტნიორებს მიმართავს, დაასრულონ მწამებელთა პარტიების მხარდაჭერა

თბილისი, 15 სექტემბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები დღეს ამერიკის საელჩოსთან აქციას გამართავენ, აღნიშნულია პარტიის Facebook- გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ირმა ინაშვილი - Sputnik საქართველო
ინაშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ მრჩეველს შორის დაპირისპირება მოხდა – ვიდეო

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ირმა ინაშვილსა და დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი წარმომადგენლის დევიდ კრამერს შორის ინციდენტი მოხდა. საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე  ინაშვილი დაუპატიჟებლად მივიდა და სიტყვა მოითხოვა, რადგან ამ ღონისძიებაზე მის პარტია „პატრიოტთა ალიანსს", მისი აზრით, ცილი დასწამეს. მასთან მივიდა კრამერი და დარბაზის დატოვება მოსთხოვა. ამის შემდეგ დაიწყო სიტყვიერი შეხლა-შემოხლა. კრამერმა ბოლოს ყვირილი დაიწყო: „გადით აქედან".

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „პატრიოტები“ ამერიკის საელჩოსთან დღეს, 16:00 საათზე მშვიდობიან აქციას გამართავენ.

„სიმბოლურია, რომ ჩვენი შეკრება დემოკრატიის საერთაშორისო დღეს ემთხვევა. ჩვენ ვიკრიბებით სწორედაც რომ დემოკრატიული ღირებულებების მხარდასაჭერად და დასაცავად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოპოზიციური პარტია ამერიკელ პარტნიორებს მიმართავს, დაასრულონ მწამებელთა პარტიების მხარდაჭერა.

„2012 წლამდე და 2012 წლის შემდგომ, გამუდმებით აძლევთ სტიმულს და ახალისებთ მწამებელთა პარტიებს. ამ პარტიების ლიდერები აწამებდნენ და კლავდნენ ადამიანებს, ეს არაა ევროპული, დასავლური აზროვნება. უნდა გააცნობიეროთ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი სამშობლოს მეგობრებს, მაგრამ კრამერები და ბრაიზები (რომლებიც გვესმის, რომ ამერიკაშიც ბოკერია-სააკაშვილები არიან), ძალზედ აზიანებენ ჩვენს გულწრფელ გრძნობებს და ჩვენს ურთიერთობას. მათი უკიდეგანო თავხედობა და უპატივცემულობა იწვევს ჩვენს აღშფოთებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი - Sputnik საქართველო
„პატრიოტები" საპროტესტო აქციებს აანონსებენ

საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკითხი გასული კვირის ყველაზე აქტუალურ თემად იქცა ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდრეს ფოგ რასმუსენის „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემული ინტერვიუს შემდეგ. როგორც რასმუსენმა განაცხადა, საქართველომ თავისთვის უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა მზად, ალიანსში გაწევრიანდეს იმ პირობით, რომ ნატოს წესდების მეხუთე მუხლი არ გავრცელდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. ამ მუხლის თანახმად, ნატოს ერთ–ერთ წევრ ქვეყანაზე თავდასხმა განიხილება, როგორც ალიანსზე თავდასხმა, და ყველა წევრი ქვეყანა ვალდებულია, მას სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს.

კვირის თემა: მოულოდნელი წინადადება და შეხვედრა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან >>

„პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს ამა თუ იმ სამხედრო ბლოკში გაერთიანების წინააღმდეგია. „პატრიოტთა ალიანსი" მრავალი წლის განმავლობაში პირველი პარტიაა საქართველოში, რომლის დეპუტატები ღიად დადიან მოსკოვში და რუს დეპუტატებს ხვდებიან. ისინი ქვეყნებს შორის პირდაპირი დიალოგის დაწყებას მოითხოვენ.

ყველა ახალი ამბავი
0