„პატრიოტები" საპროტესტო აქციებს აანონსებენ

© Sputnik / Vladimir Umikashviliირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი
ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" საპროტესტო აქციებს მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამებრძოლების წინააღმდეგ გამართავს.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლების წინააღმდეგ 15 სექტემბრიდან უწყვეტი საპროტესტო აქციების გამართვას აანონსებს.

ამ თემაზე ვიდეომიმართვა პარტიის ლიდერებმა ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა გაავრცელეს. მათი თქმით, „პატრიოტები" მომხრეებს კვირას სპორტის სასახლეში შეკრებენ, ხოლო პირველი ქუჩის აქცია 15 სექტემბერს რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარიამ „ნაცმოძრაობის დასრულების“ პირობა დადო

აქციები მიმართული იქნება პროდასავლური ოპოზიციის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, მისი ყოფილი თანაპარტიელის გიგა ბოკერიას და სხვა პოლიტიკოსების წინააღმდეგ.

„ვეუბნებით ამერიკას და ევროპას: ნუ მფარველობთ სააკაშვილებსა და ბოკერიებს, მათ ქართველი ხალხი არ უჭერს მხარს. იყავით ქართველი ხალხის გვერდით. მხარი ქართველ ხალხს დაუჭირეთ. მსოფლიოში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. დიდი სახელმწიფოები მიდიან მესამე მსოფლიო ომისკენ. სააკაშვილებსა და ბოკერიებს ამაში ჩვენი ჩართვა სურთ, რასაც მოჰყვება საქართველოს სრული დაშლა. ჩვენ არ გვინდა ომი, ჩვენ გვინდა მშვიდობა, ჩვენ გვინდა სამხედრო მიუმხრობლობა, პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან, ცხინვალთან და სოხუმთან", – განაცხადა ინაშვილმა.

ინაშვილმა ახალგაზრდებს მოუწოდა, არ ენდონ „სააკაშვილებსა და ბოკერიებს“.

მეექვსე მცდელობა: „საქართველოს პატრიოტები“  შემოდგომაზე მოსკოვში გაემგზავრებიან>>

თარხან-მოურავმა, თავის მხრივ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" გააკრიტიკა „ნაცმოძრაობასთან" და „ევროპულ საქართველოსთან“ ურთიერთობების მეთოდების გამო. მისი თქმით, ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა შორის ცოტაა მებრძოლი, მაგრამ ძალიან ბევრია დემორალიზებული და შეშინებული ადამიანი. უფრო მეტიც, მათ შორის სააკაშვილისა და ბოკერიას მომხრეები არიან.

ყველა ახალი ამბავი
0