გახარიამ „ნაცმოძრაობის დასრულების“ პირობა დადო

© photo: Sputnik / Miho Neimanგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გახარიამ ყოფილ მმართველ გუნდს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მარცხი უწინასწარმეტყველა.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სიცრუეში დაადანაშაულა და პირობა დადო რომ „ნაცმოძრაობას დაასრულებს".

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
ბოიკოტი გრძელდება - „ნაცმოძრაობის“ დეპუტატები გახარიას გაპრემიერებას ეწინააღმდეგებიან

ოპოზიცია და ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც ორ თვეზე მეტია გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგომას მოითხოვდნენ, უკმაყოფილო არიან იმით, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე სწორედ გახარია იქნა წარდგენილი. „ნაცმოძრაობის" დეპუტატებმა, რომელთანაც მთავრობის მომავალმა წევრებმა პარასკევს შეხვედრა გამართეს, გახარიას დამნაშავე უწოდეს, რომლის ადგილიც ციხეშია.

„არსად წასვლას არ ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ და დაგასრულებთ თქვენ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი. თქვენ ხართ ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია და 2020-ში თქვენ დარჩებით ქუჩაში", – განაცხადა გახარიამ.

ოპოზიცია მოითხოვდა, რომ გახარიას ახალგაზრდა აქტივისტებისა და მაკო გომურისთვის, იმ გოგონასთვის, რომელმაც 20-21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციის დაშლის დროს თვალი დაკარგა, სხდომათა დარბაზში შესვლისა და მისთვის კითხვების დასმის საშუალება მიეცა. გახარიას განცხადების შემდეგ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დემონსტრაციულად დატოვეს დარბაზი.

„ვფიქრობ, რომ ის, რაც დღეს ხდება, იმის მაჩვენებელია, თუ როგორ ამარცხებს სიმართლე ტყუილს და ჩვენი მიზანია – ეს ხალხი ყოველდღე სიმართლის მეშვეობით ვამხილოთ, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს“, – განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
ვინ არის გიორგი გახარია – საქართველოს მომავალი პრემიერის დოსიე

მედიასთან საუბრისას მან განაცხადა, რომ მაკო გომური პარლამენტთან არ იმყოფება, რასაც ოპოზიცია დაჟინებით ამტკიცებდა.

„სპექტაკლი, რომელიც მათ მოაწყვეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ფუნდამენტური პრობლემების დადასტურებაა, რომელსაც ტყუილი ჰქვია. ჩვენ ვხვდებოდით და ველოდებოდით, რომ დღეს მსგავსი სპექტაკლი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ამომრჩეველს და სახელმწიფო ინსტიტუტებს. ამიტომაც მოვედით აქ, რათა პირველ რიგში საკუთარ ამომრჩეველს ვესაუბროთ... ისინი ხალხს სიცრუეში აცხოვრებდნენ და ჩვენ ეს უნდა დავასრულოთ“, – განაცხადა გახარიამ.

თავდაპირველად „ნაცმოძრაობის“ წევრებმა გახარიასთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს, თუმცა, გუშინ, გვიან ღამით გადაწყვეტილება შეცვალეს.

ყველა ახალი ამბავი
0