ბოიკოტი გრძელდება - „ნაცმოძრაობის“ დეპუტატები გახარიას გაპრემიერებას ეწინააღმდეგებიან

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციური „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებს, „ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებით, პარასკევს მინისტრობის კანდიდატებთან გასაუბრება სურთ

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ფრაქციების ფორმატში მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრას არ აპირებენ, განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ.

გახარიას მთავრობის პროგრამა: პრიორიტეტია კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა >>

მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, დღის წესრიგში ახალი მთავრობის დამტკიცება დადგა. მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პრემიერის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა, რომლის შს მინისტრის პოსტიდან გადადგომას ოპოზიცია უკვე მესამე თვეა მოითხოვს. პარლამენტის წინ ივნისიდან ახალგაზრდების საპროტესტო აქციები იმართება.

არჩევნები - Sputnik საქართველო
არჩევნები ახალი სისტემით – საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებებს ქვეყნის 11 ქალაქში განიხილავენ

ისინი მიიჩნევენ, რომ გახარიამ  საკუთარ თავზე  უნდა აიღოს პასუხისმგებლობა 20-21 ივნისს საპროტესტო აქციის დაშლისას პოლიციის ქმედებებისთვის და პოსტი დატოვოს. იმ ღამეს მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

„ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ბოიკოტს, არ დავესწარით საკომიტეტო განხილვებს. ასევე არ გვექნება ხვალ ფრაქციის ფორმატში მთავრობის კანდიდატებთან შეხვედრა. ეს შეხვედრა იქნებოდა მორიგი რუტინული გასაუბრება და შეიქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს,  ქვეყანაში არაფერი ხდება და ვამტკიცებთ მორიგ მთავრობას. არადა,  არის საგანგაშო, განსაკუთრებული ვითარება“, – განაცხადა გოცირიძემ პირველი არხის ეთერში.

კალაძემ თბილისის მერიის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა წარმავალ პრემიერს >>

გახარია მთავრობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებას არ აპირებს. შსს-ში მის ადგილს დაიკავებს ვახტანგ გომელაური, რომელიც დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს) ხელმძღვანელობს, ხოლო თავდაცვის მინისტრი გახდება ექს-პრემიერი, „ქართული ოცნების“ პოლიტმდივანი ირაკლი ღარიბაშვილი.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
რით დაგვამახსოვრდა მამუკა ბახტაძე: პრემიერის ინიციატივები, აღმასვლები და ჩავარდნები

დეპუტატების შეხვედრები მინისტრობის კანდიდატებთან, მათ შორის მთავრობის მოქმედ წევრებთან, რომლებიც ბახტაძის გადადგომის შემდეგ მოვალეობის შემსრულებლები გახდნენ, ოთხშაბათიდან იმართება. მათ არ ესწრებოდნენ არც „ნაცმოძრაობის“, არც „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები.

ამასთან „ევროპელებმა“ პარასკევს გახარიას მთავრობასთან ფრაქციის ფორმატში შეხვედრის სურვილი გამოთქვეს.

პარლამენტი ახალი პრემიერის, მის მიერ წარდგენილი მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამის ნდობის გამოცხადების საკითხზე კენჭს 8 სექტემბერს უყრის.

ვინ არის გიორგი გახარია – საქართველოს მომავალი პრემიერის დოსიე >>

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისთვის საკმარისია უბრალო უმრავლესობა - 76 ხმა, რასაც „ქართული ოცნება“ ადვილად გაუმკლავდება.

ყველა ახალი ამბავი
0