ვინ არის გიორგი გახარია – საქართველოს მომავალი პრემიერის დოსიე

© Sputnik / STRINGERგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საკმაოდ ქარიზმატული და გაწონასწორებული პიროვნებაა.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. გიორგი გახარია მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ფავორიტად და მინისტრთა კაბინეტში ყველაზე გავლენიან პიროვნებად არის მიჩნეული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინეს>>

პროფესიით გახარია ისტორიკოსია. განათლება თბილისსა და მოსკოვში მიიღო. 1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. შემდეგ ექვსი წელი ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. 2002-2004 წლებში გახარია ამავე უნივერსიტეტში ბიზნესის მართვის მაგისტრი გახდა.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: მინდა მადლობა ვუთხრა პარტიის ხელმძღვანელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ნდობისთვის

საინტერესოა გახარიას ბიოგრაფია, სანამ ის საქართველოში ცნობილი პოლიტიკოსი გახდებოდა. კარიერა მან რუსეთში დაიწყო. 2004-2008 წლებში ის იყო კომპანია SFK Group-ის გენერალური დირექტორი მოსკოვში; 2006-2009 წლებში – მიწვეული ლექტორი ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

2008-2013 წლებში გახარიას Lufthansa Service Holding AG. LSG in Frankfurt, Germany-ში აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ის ქვეყნებსა და რუსეთში ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობა ეკავა.

გახარია ქართულმა საზოგადოებამ პირველად 2013 წლის მარტში ბიზნეს-ომბუდსმენის რანგში გაიცნო. მაგრამ ყველაზე მეტად ის ხალხს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე (2017 წლის 13 ნოემბრიდან) დაამახსოვრდა. პარალელურად გახარია იყო ვიცე-პრემიერი და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი.

© photo: Parliament of Georgia / FBგიორგი გახარია
ვინ არის გიორგი გახარია – საქართველოს მომავალი პრემიერის დოსიე - Sputnik საქართველო
გიორგი გახარია

მანამდე მას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პორტფელი ანდეს. ეს თანამდებობა 2016-2017 წლებში ეკავა.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოცხადდა საქართველოს ახალი მთავრობის დამტკიცების თარიღი

შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გახარიამ თავი სიმტკიცითა და კატეგორიულობით გამოიჩინა. მის სახელთან არის დაკავშირებული სპეცოპერაცია ღამის კლუბებში, რომელსაც შემდეგ მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები მოჰყვა.

საზოგადოებას ახსოვს ასევე არეულობა პანკისის ხეობაში, როდესაც ადგილობრივებმა ჰესის მშენებლობის გამო მასშტაბური პროტესტი გამოთქვეს. აქციის მონაწილეები პოლიციელებს ჯოხებსა და ქვებს ესროდნენ, ხოლო პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, უმეტესობა – შსს-ს წარმომადგენელი.

დასკვნითი აკორდი გახდა 20-21 ივნისის აქციის დაშლა. მაშინ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს.

ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის, გომელაური კი შინაგან საქმეთა სამინისტროს უხელმძღვანელებს>>

მას შემდეგ უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ სამოქალაქო აქტივისტები ყოველდღე იკრიბებიან პარლამენტის შენობის წინ და გახარიას მინისტრის პოსტიდან გადადგომას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნა „შესრულდა" – გახარია ამიერიდან აღარ იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი, მაგრამ მალე ქვეყნის მინისტრთა კაბინეტს ჩაუდგება სათავეში.

ყველა ახალი ამბავი
0