16:30 23 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
 ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი თბილისში

კვირის თემა: მოულოდნელი წინადადება და შეხვედრა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან

© photo: Parliament of Georgia / FB
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო – ნატოს ურთიერთობები (19)
85 0 0

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოში არსებული ვითარება შეაფასა

თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. საქართველო ვერ გახდება ნატოს წევრი მანამ, სანამ ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, განაცხადა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ–ერთმა ლიდერმა გიორგი ლომიამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ მედლინ მუნთან შეხვედრის შემდეგ.

ბურჯანაძე: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ქვეყნის განადგურების ტოლფასია >>

ეს საკითხი კვირის ყველაზე აქტუალურ თემად იქცა ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდრეს ფოგ რასმუსენის „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემული ინტერვიუს შემდეგ. როგორც რასმუსენმა განაცხადა, საქართველომ თავისთვის უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა მზად, ალიანსში გაწევრიანდეს იმ პირობით, რომ ნატოს წესდების მეხუთე მუხლი არ გავრცელდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. ამ მუხლის თანახმად, ნატოს ერთ–ერთ წევრ ქვეყანაზე თავდასხმა განიხილება, როგორც ალიანსზე თავდასხმა, და ყველა წევრი ქვეყანა ვალდებულია, მას სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს.

„ეს ნატოს ოფიციალური პოზიცია არ იყო. ნატოს ოფიციალური პოზიცია დღეს მოვისმინეთ, სადაც ითქვა, რომ გამორიცხულია – საქართველო ნატოს წევრი ვერ გახდება სოხუმისა და ცხინვალის გარეშე“, – განაცხადა ლომიამ.

„პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს ამა თუ იმ სამხედრო ბლოკში გაერთიანების წინააღმდეგია. ამ ოპოზიციური პარტიის დეპუტატები პერიოდულად სტუმრობენ მოსკოვს რუს პარლამენტარებთან შესახვედრად და ქვეყნებს შორის პირდაპირი დიალოგის დაწყებას ითხოვენ.

როგორც ცნობილია, რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ალიანსის საზღვრების აღმოსავლეთით გაფართოებას. ამავდროულად, ის საქართველოს ურჩევს, შეეგუოს ახალ რეალიებს – რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი (ცხინვალის რეგიონი) დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან. სწორედ რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობის ოფიციალურად აღიარების შემდეგ, 2008 წელს, გაწყვიტა საქართველომ მეზობელ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობა.

რასმუსენის განცხადებაზე კომენტარი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმაც გააკეთა.

„თქვენ გქონდათ შეთავაზება. ეს არ არის შეთავაზება ნატოსთვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება... მნიშვნელოვანი საკითხია თქვენთვის, იმოძრაოთ წინ, შეგეძლოთ, უპასუხოთ ყველა სტანდარტსა და ვალდებულებას, რაც წევრობისთვის არის საჭირო“, – მოჰყავს მუნის სიტყვები პირველ არხს.

პუტინი საქართველოს ნატოში გაწევრიანების შედეგებზე დაფიქრებას ურჩევს >>

მან მიმართა სკეპტიკოსებსაც, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველო არ ვითარდება.

„ჩემთვის გასაგებია იმედგაცრუებაც, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა. ზოგჯერ შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ცვლილებები ნელი ტემპით მიმდინარეობს... მნიშვნელოვანია, რომ ტემპი არის. დარწმუნებული ვართ, ცვლილებები მიმდინარეობს“, – განაცხადა მედლინ მუნმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეხვედრაზე მმართველი გუნდის საქმიანობა ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გააკრიტიკეს.

„დავაფიქსირეთ შეშფოთება, რომ დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკით საფრთხეს უქმნის ჩვენს მომავალს ნატოში. ასევე საუბარი გვქონდა განცხადებებზე, რომელიც კეთდება უკანასკნელ დღეებში, რაც შეეხება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში გაწევრიანების საკითხს“, – აღნიშნა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.

მუნი ცალკე შეხვდა ასევე პარტია „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატებს.

რასმუსენის განცხადებას ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა ასევე ნატოს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ჯეიმს აპატურაი.

„გავეცანი საქართველოში მიმდინარე დისკუსიას ალიანსში ქვეყნის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ისე, რომ მეხუთე მუხლი ორ რეგიონზე არ გავრცელდეს. ჩემი აზრით, ამჟამად დისკუსია აღნიშნულ საკითხზე აზრსაა მოკლებული. ვერ ვხედავ ნატოში ამ საკითხის განხილვის სურვილს და არ მჯერა, რომ არსებულ საერთაშორისო ვითარებაში უსაფრთხოების თვალსაზრისით ეს იდეა დროულია“, – დაწერა აპატურაიმ თავის Facebook-გვერდზე.

გახარია: ჟენევის მოლაპარაკებებს ჯერ თავისი თავი არ ამოუწურავს >>

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო გახდა მონაწილე პროგრამისა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“. 2004 წლიდან საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობამ უფრო ინტენსიური ხასიათი შეიძინა, 2011 წელს კი მიიღო „ნატოს ასპირანტი ქვეყნის“ სტატუსი. 2014 წლის უელსის სამიტზე დამტკიცდა ღონისძიებების პაკეტი, რომლებიც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისკენ სწრაფვას შეუწყობდა ხელს.

თემები:
საქართველო – ნატოს ურთიერთობები (19)

მთავარი თემები