გახარია: ჟენევის მოლაპარაკებებს ჯერ თავისი თავი არ ამოუწურავს

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი გახარია პარლამენტში სიტყვით ახალი მთავრობის დამტკიცების პროცედურის ფარგლებში გამოვიდა

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. რუსეთთან მოლაპარაკებების ახალი ფორმატების ძებნა საჭირო გახდება მას შემდეგ, რაც ამჟამინდელი ფორმატები თავის თავს ამოწურავს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტი ახალი მთავრობის დასამტკიცებლად ემზადება

დღეს პარლამენტში ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრისთვის, მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის ვოტუმის გამოცხადების პროცედურა მიმდინარეობს.

„ფორმატებს, რომლებიც ამჟამად არსებობს - ჟენევის მოლაპარაკებები და აბაშიძე-კარასინის ფორმატი - ჯერ არ ამოუწურავს თავი, და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ფორმატების ყველა შესაძლებლობა ამოვწუროთ, ხოლო შემდეგ უკვე შეიძლება ახალ ფორმატზე ფიქრი", - განაცხადა გახარიამ.

უფრო ადრე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებები უნდა გამოცოცხლდეს.

ყველა ახალი ამბავი
0