„პატრიოტები" დევიდ კრამერის წინააღმდეგ – თბილისში აქცია გაიმართა

© Sputnik / Alex Shlamov„პატრიოტების" საპროტესტო აქცია
„პატრიოტების საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი წარმომადგენლის დევიდ კრამერის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებას მოითხოვს.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ირმა ინაშვილთან შეხლა-შემოხლის გამო დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი წარმომადგენლის დევიდ კრამერის წინააღმდეგ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.

© Sputnik / Alex Shlamov„პატრიოტების" საპროტესტო აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან
„პატრიოტები დევიდ კრამერის წინააღმდეგ – თბილისში აქცია გაიმართა - Sputnik საქართველო
„პატრიოტების" საპროტესტო აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან

ინციდენტი სამშაბათს თბილისში, საქართველოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე მოხდა. ინაშვილი ღონისძიებაზე დაუპატიჟებლად მივიდა და სიტყვა მოითხოვა, რადგან ამ ღონისძიებაზე მის პარტია „პატრიოტთა ალიანსს", მისი აზრით, ცილი დასწამეს. მასთან მივიდა კრამერი და დარბაზის დატოვება მოსთხოვა. ამის შემდეგ დაიწყო სიტყვიერი შეხლა-შემოხლა. კრამერმა ბოლოს ყვირილი დაიწყო: „გადით აქედან".

© Sputnik / Alex Shlamov„პატრიოტების" საპროტესტო აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან
„პატრიოტები დევიდ კრამერის წინააღმდეგ – თბილისში აქცია გაიმართა - Sputnik საქართველო
„პატრიოტების" საპროტესტო აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან

საგარეო უწყებასთან აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო ბეჟან გუნავა. მისმა მომხრეებმა აქციაზე მიიტანეს პლაკატები წარწერებით „საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს", „აეკრძალოს ამერიკელ დიპლომატ დევიდ კრამერს საქართველოში შემოსვლა", „ქართველი ხალხი იმსახურებს თქვენს პატივისცემას", „საქართველო საცდელი ლაბორატორია არ არის".

© Sputnik / STRINGER„პატრიოტების" საპროტესტო აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან
„პატრიოტები დევიდ კრამერის წინააღმდეგ – თბილისში აქცია გაიმართა - Sputnik საქართველო
„პატრიოტების" საპროტესტო აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ გამოცხადდეს კრამერი საქართველოში პერსონა ნონ-გრატად, რადგან მან შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ ირმა ინაშვილს, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეებს, და ამ ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვება არ შეიძლება. ძალიან სერიოზული აქციაა დაგეგმილი 15 სექტემბერს აშშ-ის საელჩოსთან. შესაბამის რეაგირებას მოვითხოვთ არა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, არამედ აშშ-ის მთავრობისგანაც", – განუცხადა გუნავამ ჟურნალისტებს.

© Sputnik / Alex Shlamov„პატრიოტების" საპროტესტო აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან
„პატრიოტები დევიდ კრამერის წინააღმდეგ – თბილისში აქცია გაიმართა - Sputnik საქართველო
„პატრიოტების" საპროტესტო აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან

„პატრიოტთა ალიანსი" მრავალი წლის განმავლობაში პირველი პარტიაა საქართველოში, რომლის დეპუტატები ღიად დადიან მოსკოვში და რუს დეპუტატებს ხვდებიან. ისინი ქვეყნებს შორის პირდაპირი დიალოგის დაწყებას მოითხოვენ.

ყველა ახალი ამბავი
0