მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სპიკერი ანა ნაცვლიშვილი იქნება

© photo: Anaklia Port / FBმამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ პირველი განცხადება 2019 წლის ივნისში გააკეთა.

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს უმსხვილესი TBC Bank-ის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის სპიკერი იურისტი ანა ნაცვლიშვილი იქნება, აღნიშნულია მამუკა ხაზარაძის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო
მამუკა ხაზარაძე სექტემბერში ახალი მოძრაობის შექმნას აანონსებს

ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ 2019 წლის ივნისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე პროტესტის ფონზე განაცხადა. ხაზარაძის განცხადების თანახმად, დეესკალაცია და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. სწორედ ამიტომ არის საჭირო „ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაცია და გაერთიანება".

„როგორც დაგპირდით, ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაცია უახლოეს დღეებში დაფუძნდება. ეს იქნება ახალი, თანამედროვე პლატფორმა, მიზნებზე და კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული ძლიერი გუნდით, რომელიც მაღალი კლასის პროფესიონალებს გააერთიანებს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ახალ გუნდს შემოუერთდა ანა ნაცვლიშვილი, რომელიც მოძრაობის სპიკერი იქნება", – აღნიშნულია განცხადებაში.

ანა ნაცვლიშვილი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე და ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი საპარლამენტო მდივანია. მისი განცხადებით, სწორედ მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობაში ხედავს რეალურ ძალას და რესურსს – მოიშალოს შეცდომებისა და დანაშაულების მოჯადოებული წრე და თვისობრივად ახალი რეალობა შეიქმნას.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო
რა კავშირშია მამუკა ხაზარაძის საბანკო ანგარიშების დაყადაღება ანაკლიის პორტთან

„ყოველი დღე, რომელიც მოქალაქეებს სიღარიბესა და უიმედობაში ტოვებს, არა მარტო ჩვენი, არამედ ჩვენი შვილების ხარჯზე, მათი ჯანმრთელობის, სიცოცხლის და მომავლის ხარჯზე დაკარგული დროა. დღეს უამრავი ახალგაზრდა ფიქრობს, როგორ დატოვოს ეს ქვეყანა, რადგან ვერ ხედავს საკუთარი ნიჭისა და უნარის აქ რეალიზების შესაძლებლობას. მე, როგორც დედას, როგორც მოქალაქეს, ამ ყველაფერთან შეგუების უფლება არ მაქვს, ამიტომ მოგმართავთ თქვენც – ძალების გაერთიანების დროა", – წერს ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.

მამუკა ხაზარაძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში იანვრის დასაწყისიდან მოექცა. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ პროკურატურა 2008 წლის ერთ-ერთ საბანკო ოპერაციას სწავლობს. საქმე 17 მლნ დოლარის გათეთრებას ეხება. დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილებმა, TBC Bank-ის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ ეროვნული ბანკის ზეწოლის შედეგად თანამდებობები დატოვეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს გირაოს სახით 700–700 ათასი ლარი შეუფარდა და აუკრძალა ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე.

აღნიშნული საქმის ფარგლებში პროკურატურამ 22 აგვისტოს სისხლის სამართლის საქმე აღძრა ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგაც. საქმე ეხება 2008 წელს „თიბისი ბანკის" საბანკო ოპერაციის მეშვეობით იმავე 17 მილიონი დოლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ავთანდილ წერეთლის კუთვნილი კომპანიების – „სამგორი თრეიდისა" და „სამგორი М"-ის დახმარებით. ამჟამად ამ კომპანიების წილს მისი ვაჟი ვახტანგ წერეთელი ფლობს, რომელიც TV Pirveli-ს დამფუძნებელია. საქალაქო სასამართლომ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

პროკურატურა - Sputnik საქართველო
გირაო გადახდილია: ხაზარაძემ და ჯაფარიძემ სასამართლოს მოთხოვნა შეასრულეს

ხაზარაძე TBC Holding-ის დამფუძნებელია, რომელმაც ამერიკულ კომპანია Conti International LLC-თან ერთად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" დააფუძნა. სწორედ ეს კონსორციუმი აშენებს ანაკლიაში პირველ ღრმაწყლოვან პორტს. თუმცა „კონტი ჯგუფმა" ცოტა ხნის წინ კონსორციუმი დატოვა.

ფულის გათეთრების საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა სექტემბერში გაიმართება. ასევე სექტემბერში იგეგმება ხაზარაძის მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაციაც, რომელიც, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიად გარდაიქმნება.

ხაზარაძე და ჯაფარიძე საკუთარ უდანაშაულობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ აღძრული საქმე აბსურდულია. უფრო მეტიც, ხაზარაძემ საქართველოს ხელისუფლებას არსებული მმართველობის სისტემის ნგრევის პირობა მისცა. მისი სიტყვებით, ისინი, ვინც 2012 წელს დაუჯერა და მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, მოტყუებული აღმოჩნდნენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0