გახარია: ქართულ პოლიციას ვერავინ დააკომპლექსებს

© photo: Parliament of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ უპასუხა ოპოზიციური „პატრიოტთა ალიანსის“ კითხვებზე 20-21 ივნისის მოვლენების შესახებ

თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. 20-21 ივნისის ღამეს პოლიცია ღირსეულად იცავდა პარლამენტს შტურმისგან, თუმცაღა დაფიქსირდა ძალის გადამეტების ცალკეული შემთხვევები, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გახარიამ.

გახარია: „ყველაზე მარტივია ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლა...“ >>

20 ივნისს დაწყებული საპროტესტო აქცია ღამით გადაიზარდა არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში. მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ორმა ადამიანმა რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა. ოპოზიციამ პოლიცია ძალის არამართლზომიერ გამოყენებაში დაადანაშაულა და გახიარიას შს მინისტრის პოსტიდან გადადგომა მოითხოვა.

„ვერ მიაღწევენ, რომ ვიღაცამ გაგვიჩინოს კომპლექსი, რომ თავდამსხმელებსა და შტურმში მონაწილეებს პოლიციამ წინააღმდეგობა არ გაუწიოს, რომ ხვალ და ზეგ ვიღაც შემოვარდეს ან აქ, ან სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებში. მხოლოდ და მხოლოდ მადლობა იმ პოლიციელებს, რომლებმაც შეძლეს და ღირსეულად დაიცვეს სახელმწიფო ინსტიტუტი“, - განაცხადა გახარიამ პარლამენტში.

მისი თქმით, ის, რაც 20 ივნისს მოხდა, იყო პარლამენტის შენობის შტურმის მცდელობა.

სიმინდის გამყიდვლები პლაჟზე - Sputnik საქართველო
გახარიამ გაამხილა, როგორ შეებრძოლება მისი მთავრობა სიღარიბეს

„ეს იყო ორგანიზებული ჯგუფების მიერ ძალადობრივი მცდელობა, შტურმის საშუალებით პარლამენტის შენობაში შეჭრის, მაშინ როდესაც პარლამენტის შენობაში ღამის საათებში იმყოფებოდა ბევრი ადამიანი, რომელთაც პარლამენტის მუშაობასთან არაფერი საერთო არ ჰქონდათ“, - განაცხადა გახარიამ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ დაფიქსირდა პოლიციელების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ცალკეული შემთხვევები, მათ შორის რეზინის ტყვიების გამოყენების დროსაც.

„უფლებამოსილების გადამეტების ინდივიდუალური გამოვლინებების ფაქტები სამწუხაროდ დაგვიფიქსირა. ეს იყო მაგალითად, ახლო მანძილიდან სროლის ფაქტები, ეს იყო უკვე დაკავებულ ადამიანზე ფიზიკური ზემოქმედების ფაქტები და რამდენიმე მძიმე ფაქტი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ“, - ხაზგასმით აღნიშნა გახარიამ.

გახარიამ „ნაცმოძრაობის დასრულების“ პირობა დადო >>

მისი თქმით, ეს ადამიანები მათმა კოლეგებმაც კი გაკიცხეს.

„მე მინდა ერთმნიშვნელოვნად ასევე გითხრათ, რომ დღეს პოლიცია უკვე არის სხვა და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თვითონ პოლიციელებში მსგავსი ფაქტები გახდა ძალზედ მწვავე განსჯის და კრიტიკის საგანი. ეს გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას, ვთქვათ, რომ თითოეული პოლიციელი, რომელსაც მოეთხოვება პასუხი, რომელმაც გადაამეტა უფლებამოსილებას და ჩვენ მას პასუხს მოვთხოვთ, ეს სისტემას ვერ დაანგრევს, იმიტომ რომ სისტემა უბრალოდ უკვე არის ჯანსაღი“, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარიას მთავრობის პროგრამა: პრიორიტეტია კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა

პრემიერობის კანდიდატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ისტორიაში აქციის დაშლის დროს ძალის გადამეტებისთვის პოლიციელთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა პირველად არის დაწყებული.

„საქართველოს ისტორიაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ერთ თანამშრომელზე მსგავს აქციებში მონაწილეობის შედეგად ჩადენილი დანაშაულის დევნა არ დაწყებულა არასდროს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აქციის შეწყვეტაში მონაწილე პოლიციელის დევნა დავიწყეთ უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში“, - განაცხადა გახარიამ.

მან მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ აქციის დაშლის დროს დაშავდნენ ადამიანები და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მათზე იზრუნებს.

კალაძემ თბილისის მერიის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა წარმავალ პრემიერს >>

„ჩვენ უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ იმ დაშავებული ადამიანების წინაშე, რომელთა ჯანმრთელობაც დაზარალდა. ჩვენი ვალია მათზე ზრუნვა და ჩვენ მათზე ვიზრუნებთ არა ტყუილებით, არა სიმართლის დაფარვით, არა მოგონილი ისტორიებით, არამედ ნამდვილად ვიზრუნებთ. ეს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, რომელსაც შევასრულებთ“, - ხაზგასმით აღნიშნა გახარიამ.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
რით დაგვამახსოვრდა მამუკა ბახტაძე: პრემიერის ინიციატივები, აღმასვლები და ჩავარდნები

თბილისში 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ გამოძიება ორი მიმართულებით დაიწყო. პირველი პოლიციელთა მიერ ძალის გადამეტებას ეხება. მეორე მიმართულებით კი გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით – „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა" და „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, რომელმაც მძიმე შედეგი გამოიწვია".

პირველი საქმის ფარგლებში სისხლის სამართლის პასუხისგებაში სამი პოლიციელი მიეცა, ერთ-ერთი პატიმრობაშია. ასევე უფლებამოსილება ათ პოლიციელს შეუჩერდა, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს გიორგი ყაყიჩაშვილს.

რაც შეეხება მეორე მიმართულებას, ბოლო მონაცემებით, არეულობასა და პოლიციის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისთვის დაკავებულია აქციის 17 მონაწილე. ძირითადად ყველა მათგანი პატიმრობაშია.

ზაქარია ქუცნაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა >>

ყველაზე მკაცრი ბრალდება წაყენებული აქვთ თავდაცვის ექს-მინისტრსა და ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილსა და პარლამენტის დეპუტატს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელიას.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
ვინ არის გიორგი გახარია – საქართველოს მომავალი პრემიერის დოსიე

მელიას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა ედება ბრალად. რაც შეეხება ოქრუაშვილს, მას პარლამენტის შტურმის დროს ძალადობრივი ქმედებების ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მონაწილეობა ედება ბრალად. ამჟამად ის პატიმრობაში იმყოფება. პატიმრობა მხოლოდ ოქრუაშვილს შეეფარდა.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები ამ დრომდე გრძელდება. მომიტინგე ახალგაზრდობის და ოპოზიციის თქმით, მმართველმა პარტიამ გახარიას გადაყენების ნაცვლად მისი დაწინაურება გადაწყვიტა - პრემიერის თანამდებობამდე.

ყველა ახალი ამბავი
0