ზაქარია ქუცნაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

© Sputnik / Alexander Imedashviliზაქარია ქუცნაშვილი
ზაქარია ქუცნაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე მხარი ერთხმად დაუჭირა.

პარლამენტის დადგენილების პროექტი ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე დეპუტატებმა 96 ხმით მიიღეს.

ნიკუშა კანდელაკი და ნიკ ვესტი - Sputnik საქართველო
ნიკ ვესტის და ნიკუშა კანდელაკის ქორწილის ოფიციალური ვიდეო გავრცელდა

დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა 21 ივნისს სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა თავად მოითხოვა – მან 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

მოქმედი კანონმდებლობით, რადგან ზაქარია ქუცნაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება 15 ივლისის შემდეგ შეუწყდა, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის გაერთიანებულ ოლქში რიგგარეშე მაჟორიტარული არჩევნები 2020 წლის გაზაფხულზე უნდა გაიმართოს.

20 ივნისს თბილისში ოპოზიციამ პროტესტის დიდი ტალღა მას შემდეგ ააგორა, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. გავრილოვი თბილისში დელეგაციასთან ერთად მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიაზე დასასწრებად ჩამოვიდა. გავრილოვი ამ ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტია. ზაქარია ქუცნაშვილი კი ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.

ზაქარია ქუცნაშვილი - Sputnik საქართველო
ზაქარია ქუცნაშვილმა დეპუტატის მანდატი დატოვა

20-21 ივნისის ღამეს საპროტესტო აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, პოლიციამ აქციის დაშლისას ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა 240 ადამიანი.

მომხდარი მოვლენების ფონზე თანამდებობა დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა" და „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად". ასევე მიმდინარეობს გამოძიება სამართალდამცველი ორგანოების მიერ ძალის გადაჭარბების მიმართულებით.

ამ ეტაპზე არეულობის ორგანიზების ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკანორ მელიას, რომელსაც პარლამენტმა 26 ივნისს სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. სასამართლომ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა და მთელი რიგი შეზღუდვები დაუწესა. იგივე ბრალდება აქვთ წაყენებული „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს და კიდევ 17 სამოქალაქო აქტივისტს. მათი უმეტესობა ამჟამად პატიმრობაშია.

ყველა ახალი ამბავი
0