წყვილმა ქორწილის ოფიციალური ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა. ნიკამ და ნიკიმ ერთმანეთი 2015 წლის ბოლოს თბილისში გაიცნეს. მუსიკოსმა თბილისის „ივენთ ჰოლში“ ახალი წლის ღამეს კონცერტი გამართა.
ნიკა კანდელაკმა განათლება დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში მიიღო. მან ორი წლის წინ აიღო მუსიკალური ინდუსტრიის მაგისტრის ხარისხი ლოს-ანჯელესში და კავკასიის რეგიონში პირველი კვალიფიცირებული მენეჯერია მუსიკის ინდუსტრიაში. ცხოვრობს ლოს-ანჯელესში.
რაც შეეხება ნიკა კანდელაკის რჩეულს, ნიკ ვესტი 30 წლისაა. მას „ქალ ლენი კრავიცს“ უწოდებენ. უმუშავია ისეთ ცნობილ არტისტებთან, როგორებიც დეივ სტიუარტი, პრინცი, ჯონ მაიერი არიან. ნიკიმ დაკვრა 13 წლის ასაკში ისწავლა.