04:30 24 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2965
  • 100 RUB4.6397
  • USD2.9661
კახა კალაძე

მზად ვართ, ტურისტები ყველა ქვეყნიდან მივიღოთ – კალაძე რუსი ტურისტების შესახებ

© photo: Kakha Kaladze / FB
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ტურიზმი საქართველოში (152)
8801

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რათა მსოფლიომ გაიგოს ჩვენი ქვეყნის შესახებ.

თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ მიუღებელი უწოდა საუბრებს იმის თაობაზე, რომ საქართველოს არ სჭირდება ტურისტები რუსეთიდან.

როგორ ვითარდებოდა ტურიზმი აქციების დაწყებამდე>>

ზოგიერთი ოპოზიციონერი აცხადებს, რომ საქართველო მშვენივრად გაუმკლავდება სიტუაციას რუსი ტურისტების გარეშე. საუბარი ამის შესახებ მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსკოვმა თბილისში რუსი დეპუტატის ჩამოსვლის შემდეგ საპროტესტო აქციების ფონზე საქართველოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა. ამის გამო, ხელისუფლების გათვლებით, ქვეყნის ტურისტული სექტორი წლის ბოლომდე 700 ათას დოლარზე მეტს იზარალებს. რუსეთის მოქალაქეები ქართულ ტურისტულ სექტორში ლიდერის პოზიციებს იკავებდნენ რაოდენობის მხრივ.

„ის, რომ ჩვენ არ გვინდა რუსი ტურისტები, რუსეთიდან ნუ ჩამოვლენ, ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. თუმცა, არის გარკვეული პატარა პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ამას აჟღერებს და ამაზე საუბრობს. პირიქით, ჩვენ მზად ვართ ყველა ქვეყნიდან მივიღოთ ტურისტები. მათი უსაფრთხოება იქნება დაცული მაქსიმალურად", – განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მერმა აღნიშნა, რომ საქართველო სახელგანთქმულია თავისი ტრადიციებით, მრავალფეროვანი კულტურით და თავისი სტუმარ-მასპინძლობით.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა მსოფლიომ გაიგოს ჩვენი ქვეყნის შესახებ, ჩვენი ქალაქის შესახებ, რომლითაც ძალიან ვამაყობთ, განაცხადა კალაძემ.

რუსეთის მიერ პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის შემდეგ, ივლისში ვიზიტების რაოდენობა რუსეთიდან 6,4%-ით – 159 ათასამდე შემცირდა, თუმცა, იანვარ-ივლისის მონაცემებით, 22,1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამ პერიოდში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს საზღვარი 850,6 ათასჯერ გადაკვეთეს.

სასტუმროების ბიზნესი საქართველოში: რეალობა და პერსპექტივები>>

რუსი ტურისტების რაოდენობის შემცირების გამო ყველაზე მეტად ჩივიან აჭარაში სასტუმროების მეპატრონეები.

თემები:
ტურიზმი საქართველოში (152)

მთავარი თემები