როგორ ვითარდებოდა ტურიზმი აქციების დაწყებამდე

გამოწერა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატი“) ცნობით, 2019 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს უცხოელები დაახლოებით 3,8 მილიონჯერ სტუმრობდნენ, აქედან ტურისტული ვიზიტი 2,1 მლნ-ზე მეტი იყო.

ამასთან, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში ჩამოსულთა შორის რუსეთის მოქალაქეები ლიდერობდნენ - მათ 692 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც 31,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ლიდერი-ქვეყნების ხუთეულშია აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი და უკრაინა.

ექსპერტები და ხელისუფლების წამომადგენლები ვარაუდობენ, რომ სურათი მომდევნო პერიოდში შეიცვლება. თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და ქვეყნის პირველი პირების მკვეთრი განცხადებების ფონზე, რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოში პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა.

საქართველოს ხელისუფლების ვარაუდით, რუსი ტურისტების რაოდენობის შემცირების გამო ზარალმა შეიძლება 750 მლნ დოლარს მიაღწიოს.
რუსი ტურისტების შემოდინების შენარჩუნების მიზნით,  საქართველოს ხელისუფლება მზადაა 1,2 მილიონი ევრო გამოყოს დღგ-ს გარეშე რუსეთის აეროპორტებიდან სომხეთის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით შესრულებული სატრანზიტო ავიარეისების სუბსიდირების მიზნით. მთავრობის ინიციატივის თანახმად, რუსეთიდან საქართველოში ტრანზიტით ჩამოყვანილ ყოველ მგზავრზე სუბსიდია იქნება არა უმეტეს 90 ევრო დღგ-ს გარეშე.

ყველა ახალი ამბავი
0