თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. „გამარჯვებული საქართველოს“ აქტივმა თავისი ლიდერის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა.
ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას აკეთებს და ვიდეოს აქვეყნებს >>
ოქრუაშვილი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზეა დაკავებული. არეულობისა და აქციის შემდგომი დაშლის შედეგად დაშავდა 240 ადამიანი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოქრუაშვილს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„აგონიაში მყოფი, სისხლიანი ხელისუფლება, რომელიც ვერ იკავებს ლარს, ფაქტობრივად მთელი მოსახლეობა დაპირისპირებული ჰყავს, ცდილობს პოლიტიკურ რეპრესიებს. ირაკლი ოქრუაშვილი დღეიდან პოლიტიკური პატიმარია. ის საჯარო ფიგურა იყო, თანამშრომლობდა ყველასთან, მივიდა სასამართლოში, პასუხობდა ყველაფერს საგამოძიებო პროცესში, ის დღეს ასეთი ფორმით დააკავეს“, - განაცხადა პარტიის წევრმა კოტე კემულარიამ.
ოქრუაშვილი მას შემდეგ დააკავეს, როდესაც მან ტელეარხ „რუსთავი2“-ის შენობა იუმორისტული შოუს ჩაწერის შემდეგ დატოვა.
ოქრუაშვილის სხვა თანამოაზრემ, გუბაზ სანიკიძემ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ყოფილი მინისტრის დაკავების შედეგების შესახებ გააფრთხილა.
„ბოლო დღეებში ეწინააღმდეგებოდა მისი განცხადებები ივანიშვილს, მათ შორის „რუსთავი 2"-ის შესახებ. ეს შეცდომა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს ივანიშვილისთვის. ჩვენ გვყავს პირველი პოლიტპატიმარი, რომელიც პარტიის ლიდერია. მარტო ოქრუაშვილზე გაჩერდება თუ დანარჩენებსაც მოგვაკითხავს, ეს უკვე მასზეა", - აღნიშნა სანიკიძემ.
ქარელი ოქრუაშვილზე: ხალვაშის ხელმოწერის გასაყალბებლად ხალხს ავარჯიშებდა >>
ბოლო დროს თავდაცვის ყოფილი მინისტრმა (2004-2006), ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. პირველად ეს მოხდა 20-21 ივნისის საპროტესტო აქციაზე, მეორედ - როდესაც განაცხადა თავისი უფლებების შესახებ ტელეარხ „რუსთავი2“-ზე, რომელსაც ახლახან მფლობელები შეეცვალა.
ხალვაში ოქრუაშვილზე: მისი ბავშვის ნათლია ვარ, მასზე საუბარი არ მინდა >>