01:16 14 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.5941
  • USD2.9568
ქიბარ ხალვაში (მარცხნივ) და პაატა სალია

ხალვაში ოქრუაშვილზე: მისი ბავშვის ნათლია ვარ, მასზე საუბარი არ მინდა

photo: courtesy of Giorgi Margvelahvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (191)
133 0 0

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს პასუხი კალიგრაფიულ ექსპერტიზაზე ერთ თვეში გაირკვევა

თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზისთვის თავისი ხელმოწერის ნიმუში ჩააბარა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შეძლებს თუ არა ოქრუაშვილი „რუსთავი 2"-ის წილების დაყადაღებას >>

ირაკლი ოქრუაშვილი ირწმუნება, რომ ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2"-ის მფლობელი არასდროს ყოფილა და უბრალოდ მისი ნომინირებული პირი იყო. ამის დასტურად ოქრუაშვილს 2010 წელს ბერლინში გაფორმებული დოკუმენტი მოჰყავს, რომლის თანახმად, მისი პირობების დარღვევის შემთხვევაში ხალვაშმა ოქრუაშვილს 7 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს.

ხალვაშის ადვოკატი კი აცხადებს, რომ დოკუმენტზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის ხელმოწერა გაყალბებულია და, შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტიც ყალბია.

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ხალვაში რვა თვის განმავლობაში ხელმოწერის ნიმუშის ჩასაბარებლად ექსპერტიზის ბიუროში არ ცხადდებოდა.

ქიბარ ხალვაშმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ექსპერტიზის ბიუროში მაშინ მივიდა, როცა მოახერხა. მან აქვე აღნიშნა, რომ ოქრუაშვილზე საუბარი არ სურს.

„დედას გეფიცებით, ოქრუაშვილზე საუბარი არ მინდა. მისი ბავშვის ნათლია ვარ. რასაც ვიტყვი, ძალიან მძიმე იქნება მისთვის, იმ ბავშვს გულს დავწყვეტ. ღმერთის მეშინია, უბრალოდ არის ბოლო კაცი, ნაძირალა, უბრალოდ, გაუმაძღარი ადამიანი, რომელმაც კეთილდღეობისთვის ყველაფერი შეიძლება იკისროს. ოქრუაშვილი არის რეგვენი, ეს არის ჩემი ბოლო კომენტარი“, – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს პასუხი კალიგრაფიულ ექსპერტიზაზე, რომელმაც უნდა დაადგინოს, ნამდვილია თუ არა 2010 წელს ბერლინში შემდგარი შეთანხმება ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის, ერთ თვეში გაირკვევა.

ხელისუფლების მკვეთრი კრიტიკით გამორჩეული ტელეარხი „რუსთავი 2" ახალ რეალობაში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მისი მფლობელების პრეტენზიები საქართველოს სასამართლოსადმი. ტელეკომპანიამ სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.

 

თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (191)

მთავარი თემები