14:55 16 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2725
  • 100 RUB4.6078
  • USD2.9701
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მიკროფონი

ქარელი ოქრუაშვილზე: ხალვაშის ხელმოწერის გასაყალბებლად ხალხს ავარჯიშებდა

© Sputnik / Alexander Imedashvili
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (186)
21510

მიხეილ ქარელმა პარიზში მომხდარი ამბავი გაიხსენა

თბილისი, 23  ივლისი - Sputnik. საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილს ყოფილი თანაგუნდელი მიხეილ ქარელი ირწმუნება, რომ ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ახალი მფლობელის ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა გააყალბა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

რა აღიარა და რა ეგონა წინიდან – ირაკლი ოქრუაშვილის გამოკითხვა დასრულდა >>

საქმე ეხება ოქრუაშვილის მოთხოვნას ტელეარხ „რუსთავი 2-ში“ ხალვაშისა და კომპანია „პანორამას“ წილების დაყადაღების თაობაზე.

ოქრუაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს გასულ კვირას მიმართეს. მოსარჩელის მტკიცებით, მოთხოვნას საფუძვლად დაედო 2010 წელს ბერლინში გაფორმებული დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, „რუსთავი 2-ის“ ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში წარმოადგენდა ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს, ხოლო ტელეკომპანიის საკუთრების უფლებას სინამდვილეში ოქრუაშვილი ფლობდა. ხელშეკრულების პირობების თანახმად, მისი დარღვევის შემთხვევაში, ხალვაშს ოქრუაშვილისთვის უნდა გადაეხადა 7 მილიონი დოლარი. ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია დოკუმენტს ყალბს უწოდებს.

ორშაბათს ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის გაყალბებული ხელმოწერები. მე პირადად ვარ შესწრებული, როდესაც მან (ოქრუაშვილმა - რედ.) პარიზში მოიტანა ნიმუში ამ ხელმოწერის და იქ მყოფ ადამიანებს სთხოვა გაეყალბებინათ მსგავს ხელმოწერაზე... გარკვეული ხნის განმავლობაში ის ავარჯიშებდა ამ ადამიანებს. მე მზად ვარ როგორც გამოძიებას, ასევე სასამართლოს წინაშე ვთქვა ამ ადამიანების სახელები და გვარები. არც გამკვირვებია, რომ ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ ის შანტაჟის ამ ფორმით წავიდა“, – განაცხადა  მიხეილ ქარელმა.

ამ განცხადების შემდეგ მიხეილ ქარელს ირაკლი ოქრუაშვილმა ნაფტალინიანი ადამიანი უწოდა.

„მიხეილ ქარელისნაირი ადამიანის განცხადებაზე, ესე იგი ნაფტალინიან ადამიანებზე, კომენტარი რომ გავაკეთო, ოქრუაშვილი კი აღარ ვიქნები, გამოშტერებულიშვილი ვიქნები. აი, ეს არის კომენტარი", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მისი მფლობელების პრეტენზიები საქართველოს სასამართლოსადმი.

ტელეკომპანიამ სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის მარტში ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.

სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მალევე საჯარო რეესტრის სააგენტომ დააკმაყოფილა ბიზნესმენის ადვოკატის განაცხადი და „რუსთავი 2“ ხალვაშსა (60%) და კომპანია „პანორამაზე“ (40%) გადააფორმა. მოგვიანებით დარეგისტრირდა არხის ახალი გენერალური დირექტორი - პაატა სალია.

თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (186)

მთავარი თემები