რა აღიარა და რა ეგონა წინიდან – ირაკლი ოქრუაშვილის გამოკითხვა დასრულდა

© AP Photo / Shakh Aivazovირაკლი ოქრუაშვილი
ირაკლი ოქრუაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქმის გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვის დეტალებზე ისაუბრა.

20-21 ივნისის საქმე: გრიგოლ ვაშაძე სასამართლოში გამოკითხვაზეა, ვინ იქნება შემდეგი?>>>

აქცია, რომელიც 20 ივნისს თბილისში რუსი დეპუტატის ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ანტისამთავრობო გამოსვლებსა და არეულობებში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტის წინ პოლიციას დაუპირისპირდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძეს 20-21 ივნისის მოვლენების უსწრაფესი გამოძიება სურს

გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით – „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა" და „ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი". გამომძიებლებმა ოქრუაშვილი ამ საქმეების ფარგლებში გამოიძახეს.

 „ძალიან კარგ, ხუმრობის ხასიათზე ვიყავი. კითხვაზე, რაიმე მიზნით ვაპირებდი თუ არა პარლამენტში შესვლას, ვუპასუხე, რომ ვაპირებდი, რამდენადაც სამი თვის ხელფასი უნდა ამეღო – 2003 წლის არჩევნების შემდეგ, როცა დეპუტატი გავხდი მანამდე, ვიდრე პარლამენტმა ჩემი უფლებამოსილება არ შეაჩერა იმის გამო, რომ პროკურორი ვიყავი", – განაცხადა ოქრუაშვილმა ჟურნალისტებთან.

ყოფილმა პროკურორმა ხუმრობა ამის შემდეგაც გააგრძელა.

„როდესაც მკითხეს – რატომ წინა შესასვლელიდან, ვუპასუხე, რომ მეგონა ბუღალტერია წინიდან იყო. და როცა პოლიციამ მითხრა გვერდიდან არისო, ამიტომ გვერდიდან წავედი. ბოლოს მითხრეს – არა, ხელფასს არ მოგცემთო", – განაცხადა ოქრუაშვილმა.

მისი სიტყვებით, „...ერთადერთი აზრიანი კითხვა ის იყო, თუ რას მოვიმოქმედებდი, თუ ხალხი პარლამენტში შევიდოდა. პასუხი ძალზე მარტივია: ხალხს პარლამენტში შევყვებოდი იმისთვის, რომ რაიმე სახის უფრო მეტი გართულება არ მომხდარიყო“.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
20–21 ივნისის საქმეზე დაკავებულ პოლიციელს გირაო შეეფარდა

დღემდე შსს-მ მოწმის სახით უკვე გამოკითხა პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალური მდივანი გიგი უგულავა, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და პრეზიდენტობის ექს-კანდიდატი, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე და მისი თანაპარტიელები – ყოფილი ვიცე-პრემიერი გია ბარამიძე და ხატია დეკანოიძე.

ასევე ჩვენება უკვე მისცეს პარტია „გამარჯვებული საქართველოს" წევრმა გუბაზ სანიკიძემ და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ.

ჯგუფური არეულობების ორგანიზებასა და მონაწილეობაში ბრალი უკვე წაუყენეს პარლამენტის დეპუტატს "ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკა მელიას. პარლამენტმა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერა, მაგრამ სასამართლომ გადაწყვიტა გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლება. დეპუტატს ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და რიგი შეზღუდვები დაუწესეს.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციები ამ დრომდე გრძელდება, მომიტინგეების ერთადერთი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომაა, როგორც 20-21 ივნისის მოვლენებზე პასუხისმგებელი პირის. გახარიას სიტყვებით, პოლიცია 21 ივნისის ღამით ლეგიტიმურად მოქმედებდა და სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთა, ხოლო თუ ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტების ცალკეულ შემთხვევებს, ამას გამოძიება გაარკვევს.

ყველა ახალი ამბავი
0