06:57 14 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.5941
  • USD2.9568
მამუკა ბახტაძე

პრემიერი აქციის დაშლაზე: „ქართულ საზოგადოებას არ უნდა დარჩეს კითხვის ნიშნები"

© photo: Mamuka Bakhtadze / FB
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)
61 0 0

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ გამოძიება თბილისში აქციის დაშლაზე ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება 20-21 ივნისის ღამეს თბილისში განვითარებულ მოვლენებს დეტალურად და ობიექტურად იძიებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ორშაბათს.

მეზვრიშვილი: აქციის დაშლის საქმეზე პროკურატურაში გახარია შეიძლება დაიბარონ>>

საპროტესტო აქცია, რომელიც თბილისში რუსი დეპუტატის ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ანტისამთავრობო გამოსვლებსა და არეულობებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლისას 240 ადამიანი დაშავდა.

„თითოეული ნიუანსი დასადგენი და გასათვალისწინებელია. ქართულ საზოგადოებას არ უნდა დარჩეს კითხვის ნიშნები, რომ შეიძლება ვინმეს ხელი დააფარონ. ეს ასე არ მოხდება, ვინაიდან გამოძიება მაქსიმალურად გამჭვირვალედ მიმდინარეობს", – განაცხადა პრემიერმა.

მან დასძინა, რომ საგამოძიებო პროცესში ჩართულია სახალხო დამცველის აპარატი.

„გამოძიების ამ ინიციატივას მე მხოლოდ მივესალმები, ისევე, როგორც სურვილის შემთხვევაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციას. ეს უზრუნველყოფს ობიექტურ გამოძიებას", – აღნიშნა ბახტაძემ.

არეულობების შემდეგ გამოძიება ორი მიმართულებით დაიწყო. ერთი – ცალკეული პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევებზე და მეორე საქმე ორი მუხლით – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან მასში მონაწილეობა და ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მცდელობა.

ამ ეტაპზე არეულობის ორგანიზების ბრალდება წაუყენეს მხოლოდ საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ნიკა მელიას. პარლამენტმა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერა, მაგრამ სასამართლომ გადაწყვიტა გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლება. დეპუტატს ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და აუკრძალეს სახლის დატოვება სამართალდამცველი ორგანოების გაფრთხილების გარეშე.

ასევე დააკავეს და გამოძიების პერიოდში დააპატიმრეს ოთხი ადამიანი. მათ არეულობებში მონაწილეობაში ედებათ ბრალად.

ამ დროისათვის უფლებამოსილება შეჩერებული აქვს ათ პოლიციელს, ასევე საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს გიორგი ყაყიჩაშვილს.

„მზად ვართ" – ოპოზიციონერები თბილისში არეულობებთან დაკავშირებით შსს-ს კითხვებს უპასუხებენ>>

თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება. დარჩა ერთადერთი მოთხოვნა – შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა. თავად მინისტრის თქმით, პოლიციელები იმ ღამეს ლეგიტიმურად მოქმედებდნენ და მათ საქართველოს ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა აღკვეთეს. ხოლო თუ ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტების ცალკეულ შემთხვევებს, ამას გამოძიება დაადგენს.

თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (371)

მთავარი თემები