„მზად ვართ" – ოპოზიციონერები თბილისში არეულობებთან დაკავშირებით შსს-ს კითხვებს უპასუხებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliხატია დეკანოიძე
ხატია დეკანოიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციური პარტიების ლიდერები, რომლებიც შსს-მ არეულობების საქმეზე გამოიძახა, მომხდარში შინაგან საქმეთა მინისტრს ადანაშაულებენ.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ თბილისში 20-21 ივნისს საპროტესტო აქციაზე არეულობების ორგანიზებასთან დაკავშირებულ საქმეზე გამოძიების კითხვებს მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებენ.

შსს-მ გამოსაკითხად დაიბარა ხატია დეკანოიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"), ბაჩუკი ქარდავა („ეროვნულ-დემოკრატიული პარტია"), გუბაზ სანიკიძე („გამარჯვებული საქართველო") და ირაკლი ღლონტი („კანონი და სამართალი"). ისინი თავიანთ თანამებრძოლებთან, პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად 20 ივნისს საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდნენ, რომელიც ღამით არეულობებში გადაიზარდა.

პოლიციამ აქციის დაშლისას ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა 240 ადამიანი, ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
რატომ არ გადადგება გიორგი გახარია

„შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც საგამოძიებო უწყებას, სრულ უნდობლობას ვუცხადებ… ამიტომ მივალ მოსამართლესთან და გავცემ პასუხებს ყველა კითხვას, რომელიც ექნება გამოძიებას. ნამდვილად სასაცილო და ირონიულია, რა კითხვები უნდა არსებობდეს, მით უმეტეს იმ კადრების შემდეგ, სადაც ყველაფერი ნათელია, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებაზე შედიოდა და პოლიციის კორდონი უნდა გახსნილიყო, ამ მომენტში დაგვიშინეს ტყვიები", – განაცხადა დეკანოიძემ პირველი არხის ეთერში.

თბილისის ცენტრში გრძელდება აქციები შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით – როგორც პოლიციელების მოქმედებაზე პასუხისმგებელი პირის.

„ეს ხელისუფლება წითელ ხაზებს გადავიდა, როცა ქართველი ახალგაზრდების სისხლი დაღვარა 20 ივნისს. ამიტომ ახლა სტატუსი ასეთია – ქართველ ხალხსა და ბიძინა ივანიშვილს შორის არის სისხლი და ვინც ქართველების სისხლი დაღვარა, ყველა ხელისუფლება სად ბრძანდება, კარგად ვიცით", – განუცხადა ჟურნალისტებს გუბაზ სანიკიძემ.

მან ამასთანავე აღნიშნა, რომ გამომძიებლების ყველა შეკითხვას უპასუხებს.

ორი აქცია პარლამენტის წინ - Sputnik საქართველო
„გადადეთ ემოციები გვერდზე" – პრეზიდენტი მომიტინგეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ირაკლი ღლონტის განცხადებით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ის მოწმის სახით გამოიძახეს, როგორც სხვები. ის დარწმუნებულია, რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პოლიტიკური პროცესია. „ჩვენ წარმოვადგენთ ქართულ ინტერესებს და მზად ვართ, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხოთ", – აღნიშნა ღლონტმა.

ბაჩუკი ქარდავამ პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მზადაა, წარუდგინოს ინფორმაცია გამომძიებლებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში – მოსამართლის დასწრებით. ჩვენ, მინიმუმ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ 20 ივნისს ძალადობის ავტორი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, აღნიშნა ქარდავამ.

უფრო ადრე შსს-მ მოწმის სახით დაკითხა თბილისის ყოფილი მერი, პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალური მდივანი გიგი უგულავა და ყოფილი ვიცე-პრემიერი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე. მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა საგამოძიებო ორგანოებთან კონტაქტზე ასევე თანხმობა განაცხადა, როდესაც ის დაბრუნდება უცხოეთიდან, სადაც ამჟამად იმყოფება.

ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური უკვე დაუმაგრეს - ვიდეო>>

„სიმართლე არის ერთი – რომ სიტუაცია უკვე ჩამცხრალი იყო, მანამდე იყო გარკვეული ჩხუბი, თუმცა პოლიცია ლეგიტიმურად იგერიებდა. მას შემდეგ, რაც წამოვიდა წინადადება მოლაპარაკებაზე, უკვე დაშოშმინებული გვქონდა სიტუაცია და იმის მაგივრად, რომ მოლაპარაკება შემდგარიყო, ივანიშვილმა თუ გახარიამ მიიღეს გადაწყვეტილება, ცეცხლი გაეხსნათ ჩვენთვის, გაზით დაიწყეს და შემდეგ გამოიყენეს რეზინის ტყვიები და ხელკეტები", – განუცხადა ჟურნალისტებს უგულავამ ოთხშაბათს გამომძიებლებთან ორსაათიანი ურთიერთობის შემდეგ.

შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შსს–ში გამოკითხვაზე დაიბარეს

უფრო ადრე არეულობების ორგანიზებაში ბრალი წაუყენეს პარლამენტის დეპუტატს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელიას. პარლამენტმა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერა, მაგრამ სასამართლომ გადაწყვიტა გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლება. დეპუტატს ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და აუკრძალეს სახლის დატოვება სამართალდამცველი ორგანოების ნებართვის გარეშე.

საპროტესტო აქციები პარლამენტთან 20 ივნისს რუსეთის სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის და საქართველოს პარლამენტში მისი სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაიწყო. ოპოზიციამ საქართველოს მთავრობას სამშობლოს ღალატში დასდო ბრალი, ხელისუფლებამ კი მომხდარს „პროტოკოლური შეცდომა" უწოდა. 20-21 ივნისის ღამეს აქცია არეულობაში გადაიზარდა.

ვინ გასცა აქციის დაშლის განკარგულება: გახარია პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს>>

არეულობების შემდეგ გამოძიება ორი მიმართულებით დაიწყო. ერთი – ესაა ცალკეული პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევები და მეორე საქმე ორი მუხლით – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან მასში მონაწილეობა და ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მცდელობა.

ყველა ახალი ამბავი
0