ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შსს–ში გამოკითხვაზე დაიბარეს

© photo: Sputnik / The First Channel შსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ღლონტი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე 12 ივლისს უნდა მივიდნენ

თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილე ოპოზიციური პარტიის  წარმომადგენლები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გახარია: „ყველაზე მარტივია ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლა...“ >>

შსს-ს ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ღლონტი გამოკითხვაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით 12 ივლისს არიან დაბარებული.

საპროტესტო აქცია TV Pirveli-თან - Sputnik საქართველო
გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია „ტვ პირველთან“ მიმდინარეობს

უწყების ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგენლების შსს-ში გამოკითხვაზე დაბარება უკავშირდება 20-21 ივნისის მოვლენებს, რომელთა  გამოძიებაც ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მუხლებით მიმდინარეობს.

ამ საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უკვე გამოიკითხა „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა, და  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე.

გაერთიანებული ოპოზიციის პრესსამსახურის ცნობით, ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ღლონტი მოითხოვენ, რომ  მათი გამოკითხვაც თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ჩატარდეს.

ამ ეტაპზე არეულობის ორგანიზების ბრალდება წაუყენეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას. პარლამენტმა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერა, მაგრამ სასამართლომ გადაწყვიტა გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლება. დეპუტატს ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და აუკრძალეს სახლის დატოვება სამართალდამცველი ორგანოების გაფრთხილების გარეშე.

აქციის დაშლა - Sputnik საქართველო
ვინ გასცა აქციის დაშლის განკარგულება: გახარია პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს

გარდა ამისა, დაკავებულია აქციის ოთხი მონაწილე. მათ არეულობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად.

საპროტესტო აქციები პარლამენტთან 20 ივნისს რუსეთის სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის და საქართველოს პარლამენტში მისი სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაიწყო. ოპოზიციამ საქართველოს მთავრობას სამშობლოს ღალატში დასდო ბრალი, ხელისუფლებამ კი მომხდარს „პროტოკოლური შეცდომა" უწოდა. 20-21 ივნისის ღამეს ანტირუსული აქცია არეულობასა და ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლებში გადაიზარდა.

არეულობისას დაშავდა 240 ადამიანი, დააკავეს 300-ზე მეტი.

ყველა ახალი ამბავი
0