ქარსა და წვიმაში - თბილისში საპროტესტო აქცია გრძელდება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპროტესტო აქცია გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით
საპროტესტო აქცია გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით  - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს

თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. წვიმამ, ქარმა და ტემპერატურის მკვეთრმა დაცემამ არ შეაჩერა მომიტინგეები შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით - საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ განახლდა.

© Sputnik / Shota Nozadzeქარსა და წვიმაში - თბილისში საპროტესტო აქცია გრძელდება
ქარსა და წვიმაში - თბილისში საპროტესტო აქცია გრძელდება - Sputnik საქართველო
ქარსა და წვიმაში - თბილისში საპროტესტო აქცია გრძელდება

არეულობა და აქციის დაშლა - 20-21 ივნისის მოვლენების ქრონოლოგია >>

საპროტესტო აქციები 24-ე დღე მიმდინარეობს. ადამიანები ყოველ დღე 19:00 საათზე იკრიბებიან. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საპროტესტო მოძრაობა გაგრძელდება მანამ, სანამ თანამდებობას არ დატოვებს გახარია როგორც 20-21 ივნისის ღამეს საპროტესტო აქციის დაშლის დროს პოლიციის ქმედებებზე პასუხისმგებელი პირი. არეულობის დაწყებიდან ორ საათში პოლიციამ ძალა გამოიყენა.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: „ყველაზე მარტივია ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლა...“

ამასთან, 19-დღიანი შიმშილობა შეწყვიტეს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ და ვახტანგ სიხარულიძემ. შაბათს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ორგანიზატორების თხოვნით მათ შიმშილობა შეწყვიტეს.

„არცერთი თანამდებობა არ ღირს ადამიანის სიცოცხლედ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა.

ამჟამად პარლამენტთან დგას ასამდე ადამიანი, რომლებმაც საწვიმრები მოიმარაგეს.

მიმდინარე საპროტესტო აქციები განსხვავდება ტრადიციული მიტინგებისგან, რომელზეც მხოლოდ გამომსვლელები გამოდიან. ამჟამინდელი აქციები ახალგაზრდულია, პარლამენტის წინ ხშირად არის მუსიკა და ცეკვა, ერთხელ კონცერტიც კი ჩატარდა. მომიტინგეები პერიოდულად აწყობენ მსვლელობებს და გამოფენებს.

© Sputnik / Shota Nozadzeქარსა და წვიმაში - თბილისში საპროტესტო აქცია გრძელდება
ქარსა და წვიმაში - თბილისში საპროტესტო აქცია გრძელდება - Sputnik საქართველო
ქარსა და წვიმაში - თბილისში საპროტესტო აქცია გრძელდება

„გადადეთ ემოციები გვერდზე" – პრეზიდენტი მომიტინგეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს >>

კვირას მომიტინგეებმა პარლამენტის წინ ფლიმარკეტის მოწყობა გადაწყვიტეს. უკვე წარმოდგენილია კომპანიების სია, რომლებიც გასაყიდად გამოიტანენ თავის პროდუქციას, ხოლო რეალიზაციიდან მიღებულ 20%-ს საპროტესტო მოძრაობის ორგანიზატორების ანგარიშზე გადარიცხავენ.

„ჩვენ აქ დავდგამთ სცენას და აქ ჩატარდება ძალიან მაღალი დონის კულტურული ღონისძიებები, მთელი თვის განმავლობაში. იქნებიან უცხოელი შემსრულებლები. ასეთი ღონისძიების ჩატარება ამ კვირაში გვინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა, მაგრამ ასეთი ღონისძიებები აუცილებლად ჩატარდება“, - განაცხადა დიღმელაშვილმა.

როგორ დაიწყო ყველაფერი

თბილისში ვნებათაღელვა 20 ივნისიდან არ ცხრება. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის სხდომაზე დასასწრებად ჩამოვიდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე მიმართა სხდომაზე შეკრებილებს. ოპოზიციამ კი ხელისუფლებას სამშობლოს ღალატში დასდო ბრალი, რადგან ქვეყანაში არა მარტო შემოუშვეს ადამიანი, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს, არამედ მას პარლამენტში საპატიო ადგილიც დაუთმეს. ხელისუფლებამ კი მომხდარს „პროტოკოლური შეცდომა" უწოდა.

თამარ ჩუგოშვილი - Sputnik საქართველო
ჩუგოშვილი: ვინც ძალაუფლებას ჩაებღაუჭა, ყველამ ცუდად დაამთავრა

20 ივნისის ღამეს აქცია არეულობაში გადაიზარდა. მომიტინგეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, პოლიციამ აქციის დაშლისას ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი.

იმ დროიდან აქციები არ წყდება. შეიცვალა მხოლოდ მოთხოვნების რაოდენობა, რადგან მათი ძირითადი ნაწილი შესრულებულია - გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელმაც გავრილოვის გამოჩენაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, 21 ივნისის ღამეს თითქმის ყველა დაკავებული პირი გათავისუფლებულია, აგრეთვე ხელისუფლება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას დასთანხმდა.

© Sputnik / Shota Nozadzeქარსა და წვიმაში - თბილისში საპროტესტო აქცია გრძელდება
ქარსა და წვიმაში - თბილისში საპროტესტო აქცია გრძელდება - Sputnik საქართველო
ქარსა და წვიმაში - თბილისში საპროტესტო აქცია გრძელდება

ვერძეული: მოგვიანებით აქცია გახდა ძალადობრივი, პოლიტიკოსების ნაწილის როლი იყო სამარცხვინო >>

შეუსრულებელი რჩება მხოლოდ გახარიას გადადგომის მოთხოვნა. მინისტრის თქმით, პოლიციამ იმ ღამეს ლეგიტიმურად იმოქმედა და ხელისუფლების დამხობა აღკვეთა. ხოლო თუ ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტების ცალკეულ შემთხვევებს, ამას გამოძიება დაადგენს.

განვითარებული მოვლენების საპასუხოდ მოსკოვმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა.

 

ყველა ახალი ამბავი
0