08:10 23 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3106
  • 100 RUB4.6653
  • USD2.9710
„პატრიოტთა ალიანსის“ საპროტესტო აქცია

„პატრიოტები“ ყველას წინააღმდეგ: პარტია მასშტაბური აქციების გაგრძელებას გეგმავს

© photo: Sputnik / STRINGER
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (369)
153 0 0

პარტია აქციის გამართვას ქუჩაში გეგმავდა, მაგრამ კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით მხარდამჭერების შეკრება სპორტის სასახლეში გადაწყდა

თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინააღმდეგ აქციების გამართვას აანონსებს, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ სამიდან ერთ-ერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიაა. პარლამენტში ყოფნისას მან მოამზადა რეზოლუცია ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ „დანაშაულებრივი“ მმართველობის შესახებ და მოითხოვა როგორც ამ პარტიის ლიდერების დასჯა, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით, ისე პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ლიდერების დასჯა. „ევროპული საქართველო“ „ნაცმოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა გიგა ბოკერიას ხელმძღვანელობით შექმნეს. რეზოლუციის იდეას მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა.

ჩაშლილი ვიზიტი: „პატრიოტები“ განმარტავენ, რატომ აპირებდნენ მოსკოვში წასვლას >>

„დღევანდელი შეკრების მთავარი ლოზუნგი იქნება არა მარტო „არა ბოკერიებსა და სააკაშვილებს“, არამედ „არა ქართულ ოცნებასაც“. აღარ ვლაპარაკობთ მხოლოდ იმ ცხრა წელზე, ვლაპარაკობთ, რომ ბოლო შვიდი წლის მანძილზე „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი პოლიტიკა აწარმოა, რომ ქვეყანა საომარი ვითარების წინაშე დგას და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ პარტია აქციის გამართვას ქუჩაში გეგმავდა, მაგრამ კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით მხარდამჭერების შეკრება სპორტის სასახლეში გადაწყდა.

„იყო თხოვნა, რომ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ყველამ ხელი შევუწყოთ ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას, რომ არ გაღვივდეს კონფრონტაცია. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ სპორტის სასახლე, თორემ თავისუფლად შეგვიძლია თავისუფლების მოედნის გავსება და მსვლელობების ორგანიზება“, – განმარტა ინაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ თბილისსა და ზუგდიდში ორი დიდი აქციის შემდეგ პარტია კიდევ ერთს ბათუმში გამართავს.

შეკრებაზე სიტყვით გამოვიდა ასევე პარტიის ლიდერი დავით თარხან-მოურავი.

„რუსეთთან საერთო ენის გამონახვა გვინდა. გვინდა სამხედრო მიუმხრობლობა, მშვიდობა, დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან, მოსკოვთან, გვინდა ტურისტიც და ბიზნესიც, არ გვინდა „ქართული ოცნება“, ბოკერია, „ნაცმოძრაობა“, ლგბტ, ჩვენ გვინდა ეკლესია და ქართველობა“, - განაცხადა თარხან-მოურავმა.

არა სააკაშვილს – "პატრიოტთა ალიანსის" წინასაარჩევნო აქცია თბილისში >>

საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატები მოსკოვს საკუთარი ინიციატივით პერიოდულად სტუმრობენ, სადაც დსთ-ის საკითხთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრებთან შეხვედრებს მართავენ. „პატრიოტთა ალიანსი“ საქართველოს ხელისუფლებისგან მოლაპარაკებებში ოფიციალურ სტატუსს მოითხოვენ. ოპოზიციურ პარტიას საკანონმდებლო ორგანოში შვიდი ადგილი აქვს.

ამასობაში კი თბილისში მე-18 დღე საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის სხდომაზე დასასწრებად ჩამოვიდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე მიმართა სხდომაზე შეკრებილებს. ოპოზიციამ კი ხელისუფლებას სამშობლოს ღალატში დასდო ბრალი, რადგან ქვეყანაში არა მარტო შემოუშვეს ადამიანი, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს, არამედ მას პარლამენტში საპატიო ადგილიც დაუთმეს.

პროტესტის ფონზე გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა „პროტოკოლის შეცდომაზე“ - ასე განმარტა ხელისუფლებამ სპიკერის სავარძელში მჯდომი გავრილოვის გამოჩენა, რომელსაც ადრე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი განცხადებები აქვს გაკეთებული.

შესრულდა მომიტინგეთა სხვა მოთხოვნებიც - არეულობისას დაკავებული პრაქტიკულად ყველა პირი გათავისუფლდა, პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტზე საქმე აღიძრა და მიღებულია გადაწყვეტილება 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

დღეისათვის მომიტინგეები, რომლებიც ყოველდღე პარლამენტის შენობის წინ 19:00 საათზე იკრიბებიან, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ, რომელსაც 21 ივნისის ღამეს აქციის დაშლის დროს პოლიციის ქმედებებზე პასუხისმგებლობას აკისრებენ.

თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (369)

მთავარი თემები