„პატრიოტთა ალიანსმა" თბილისის ცენტრში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო და სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი მრავალათასიანი აქცია გამართა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა აქცია.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად იბრძვიან დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია "ქართული ოცნება", და გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.