„პროპორციული არჩევნები 2020": საკონსტიტუციო ცვლილებების პრეზენტაცია აქციის ფონზე

გამოწერა
2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეთა ერთ–ერთი მოთხოვნა იყო.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" მიერ საარჩევნო სისტემის რეფორმის პრეზენტაციის პარალელურად თბილისის ცენტრში საპროტესტო აქცია ტარდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ცვლილებები კონსტიტუციაში: „ქართული ოცნება“ ოპოზიციას  იწვევს>>>

სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" მმართველი პარტია მართავს კონსტიტუციაში ცვლილებების სავარაუდო ვარიანტის პრეზენტაციას „პროპორციული არჩევნები 2020", რომელიც საკონსტიტუციო ინიციატივას წარმოადგენს და საარჩევნო სისტემის ცვლილებებს ითვალისწინებს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება" ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით გამოდის, რომელიც გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

Оригинал Конституции Грузии - Sputnik საქართველო
ცვლილებები კონსტიტუციაში: ოპოზიცია მზადაა, საკონსტიტუციო  ინიციატივის წარდგენას დაესწროს

აქციის მონაწილეები კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

ინიციატივის „პროპორციული არჩევნები 2020" პრეზენტაციაზე მიწვეული არიან პარტიების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გამომდინარე იქიდან, რომ ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში პარლამენტში შეიძლება პარტიების დიდი რაოდენობა შევიდეს, საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე არ გამორიცხავს 2020 წლის არჩევნების შედეგების საფუძველზე კოალიციური მთავრობის შექმნას.

მოქმედი კონსტიტუციით, საარჩევნო სისტემის ცვლილება – შერეულის შეცვლა პროპორციულით – უნდა მომხდარიყო 2024 წლის არჩევნებზე. ჯერჯერობით პარლამენტის 77 დეპუტატს პარტიული სიებით, 73-ს კი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში ირჩევენ.

ვახტანგ ხმალაძე - Sputnik საქართველო
რას ნიშნავს ნულოვანი ბარიერი და რა დეტალები რჩება დასაზუსტებელი

ნულოვანი ბარიერით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე ინიცირებულია. დოკუმენტს უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს.

2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტში შეჭრას ცილობდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია, 30-ზე მეტი – ჟურნალისტი. სამართალდამცველებმა 305 ადამიანი დააკავეს.

დედაქალაქის ცენტრში საპროტესტო აქცია მეთორმეტე დღეა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე აქციის მონაწილეებს მხოლოდ ერთი მოთხოვნა დარჩათ – გიორგი გახარიას გადადგომა. მანამდე თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ; გარდა ამისა, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და თან ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0