22:36 04 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
სასამართლო სკანდალი საქართველოში (40)
77 0 0

საქართველოს გენერალურ პროკურორის გარდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად განაცხადი მისმა მოადგილემაც შეიტანა

საქართველოს გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის გვარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სიაში აღმოჩნდა.

უზენაესი სასამართლო საზოგადოების ყურადღების ცენტრში სკანდალის გამო აღმოჩნდა, რომელიც საქართველოში 2018 წლის დეკემბერში აგორდა. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სია წარუდგინა. ამ სიაში შეტანილი იყო იმ მოსამართლეთა გვარები, რომელთაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს იმ დროს ოპოზიციური „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა საქმეებზე სკანდალური გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული და რომელთაც ბოლო დროს სასამართლოს „კლანურ მართვაში“ ადანაშაულებდნენ.

რატომ წავიდნენ, გაუგებარია - ივანიშვილმა ბესელიას პოლიტიკური პერსპექტივები შეაფასა >>

საბოლოოდ მიღებული იქნა სიის გამოწვევისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის მკაფიო კრიტერიუმების შემუშავების გადაწყვეტილება, რათა მოსახლეობას დანიშნული მოსამართლეების ობიექტურობაში ეჭვი არ შეეტანა. კრიტერიუმები უკვე შემუშავებულია და ახალი პროცესი დაიწყო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მსურველების მიერ განაცხადების შეტანა 11 მაისს დაიწყო და პარასკევს დასრულდა. მეორე დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატების სია გამოაქვეყნა.

სიაში სულ 144 გვარია, მათ შორის არიან შალვა თადუმაძე, მისი მოადგილე მამუკა ვასაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.

თადუმაძე გენერალური პროკურორის პოსტს 2018 წლის 16 ივლისიდან იკავებს.

ის ამ პოსტზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც საზოგადოების ზეწოლის შედეგად იმავე წლის 31 მაისს ირაკლი შოთაძე გადადგა. ეს მოხდა საპროტესტო ტალღის აგორების შემდეგ, როდესაც ორი მოზარდის - ლევან დადუნაშვილის და დავით სარალიძის გახმაურებული მკვლელობის საქმეზე  განაჩენი გამოცხადდა. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სარალიძის მკვლელი დღესაც თავისუფალია.

მოზარდების მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – სასამართლომ განაჩენი გამოიტანა >>

გენპროკურორის პოსტზე დანიშვნამდე თადუმაძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იყო.

სხვადასხვა დროს თადუმაძე იყო ადვოკატი, იურისტ-კონსულტანტი თავდაცვის სამინისტროში, ასევე სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ასოციაცია „სამართალი და თავისუფლებას“ პროექტების კოორდინატორი და მთავრობის საპარლამენტო მდივანი.

კანდიდატთა შერჩევის წესები

ამჟამად უზენაეს სასამართლოში 20 ვაკანტური ადგილია. ახლა კი საბჭო ფარული კენჭისყრით, დამოუკიდებლობისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმების გათვალისწინებით, შეარჩევს 60 პირს (ვაკანტურ ადგილებზე სამჯერ მეტი). შერჩეული კანდიდატების სიაც უნდა გამოქვეყნდეს.

შემდგომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანდიდატებთან საჯარო გასაუბრებებს დაიწყებს. გარდა ამისა, დაიწყება მათ შესახებ ინფორმაციის გადამოწმება. ის კანდიდატი, რომელიც ინფორმაციის წარმოდგენაზე უარს განაცხადებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე პრეტენდენტთა სიიდან გამოირიცხება.

მომდევნო ეტაპზე საბჭო შეამცირებს კანდიდატთა რაოდენობას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ვაკანსიების რაოდენობამდე. ამასთან, არამოსამართლე კანდიდატებს დაუწერენ ქულებს, რომლებზეც საბოლოო გადაწყვეტილება იქნება დამოკიდებული.

შემდეგ დაიწყება კენჭისყრა - თითოეულ დარჩენილ კანდიდატს საბჭო კენჭს ცალ-ცალკე უყრის. სიაში მოხვდებიან ისინი, ვინც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ 2/3 ხმას მიიღებს.

პარლამენტში გადაიგზავნება კანდიდატთა დამტკიცებული სია, ინფორმაცია მათ შესახებ, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დასკვნა.

პარლამენტის დეპუტატები მოსამართლეთა ყველა კანდიდატს განიხილავენ და თითოეულს კენჭს ცალ-ცალკე უყრიან. მოსამართლე ის გახდება, ვინც დეპუტატთა 76 ან მეტ ხმას მიიღებს.

ბესელიას ბრძოლა „სამართლიანობისთვის“ ახალ ეტაპზე გადადის >>

მეხუთე, ანუ ბოლო ეტაპი ეხება შემთხვევებს, როდესაც პარლამენტი უარს ამბობს ამა თუ იმ კანდიდატის დამტკიცებაზე. ამ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უნდა წარუდგინოს ისეთი კანდიდატი, რომელიც კანდიდატების შერჩევის მესამე ეტაპამდე ვერ მივიდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტის დასაკავებლად განცხადების შეტანა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა ასაკი 30 წელზე მეტია, მოქმედ მოსამართლეებს არანაკლებ ხუთწლიანი პროფესიული გამოცდილებით, ასევე ყოფილ მოსამართლეებს პროფესიული მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილებით, რომელთა სამოსამართლო უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 წელი არ არის გასული. ასევე კონკურსში ჩართვის უფლება ექნება სამართლის დარგის გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტს, რომელსაც სპეციალობით მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილება აქვს.

თემები:
სასამართლო სკანდალი საქართველოში (40)

მთავარი თემები