აზერბაიჯანმა სპეცტექნიკა გააჩერა - დავით-გარეჯის ირგვლივ სიტუაცია დამშვიდდა

© Photo: courtesy of Miho Neimanდავით-გარეჯი
დავით-გარეჯი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო დაჟინებით მოითხოვს, რომ მოლაპარაკებების პერიოდში აზერბაიჯანთან საზღვრის სადავო მონაკვეთების გასწვრივ გადაადგილება შეწყდეს

თბილისი, 25 მაისი — Sputnik. აზერბაიჯანულმა მხარემ შეწყვიტა გზის გაყვანა დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმართულებით, განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ პირველი არხის ეთერში.

საქართველო და აზერბაიჯანი საერთო საზღვრის ტერიტორიას ერთად დაათვალიერებენ >>

„გუშინ დასრულდა მოლაპარაკებები და დღეს ტექნიკა გაყვანილია. უბრალოდ, დილას კიდევ რომ მუშაობდა ეს ტექნიკა, ამან გამოიწვია რიგი გაუგებრობები. გზა ბოლომდე არაა მიყვანილი. რომ არა ეს მოლაპარაკებები, ალბათ, გზას ბოლომდე მიიყვანდნენ. იქ დარჩენილი მონაკვეთი აღარ მუშავდება. გზა აღარ გაჰყავთ და სამუშაოები გაჩერებულია”, – განაცხადა დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ.

საქართველოს პატრიარქის შეხვედრა ქვეყნის მუსლიმ სასულიერო პირებთან  - Sputnik საქართველო
ილია მეორემ დავით-გარეჯთან შექმნილი ვითარება ქვეყნის მუსლიმ სასულიერო პირებთან განიხილა

შაბათს დილით სპეცტექნიკის მუშაობის გამო მან შეშფოთება გამოთქვა. „შეიძლება დადასტურებულად ითქვას, რომ მოლოდინები დავით-გარეჯას მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოების შეწყვეტასთან დაკავშირებით არ აღმოჩნდა რეალური, დილიდან გრძელდება კლდოვანი საფარის ნგრევა, მძიმე ტექნიკა, გაყვანის ნაცვლად, დაამატეს“, - დაწერა ჯაღმაიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის თემა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა აღდგომის წინ რამდენიმე დღით გადაკეტეს უდაბნოს ქართული მონასტრისკენ მიმავალი გზა. მონასტერი დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია, რომელიც სადავო სასაზღვრო მონაკვეთზე მდებარეობს. საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე მოლაპარაკებების შემდეგ გზა გახსნეს, მაგრამ ქვეყანაში აჟიოტაჟი ამასთან დაკავშირებით არ შეწყვეტილა.

პრემიერი: აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის თემაზე მოლაპარაკება რთული იქნება >>

საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის ერთობლივმა კომისიამ რამდენიმე დღის წინ მუშაობა განაახლა. რიგით მე-12 სხდომა ბაქოში გაიმართა. მხარეები სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთების ერთობლივი დათვალიერების ჩატარებაზე ექსპერტების დონეზე შეთანხმდნენ, შემდეგ კი მოლაპარაკებები გაგრძელდება.

„ამ ეტაპზე გადაწყვეტილება რომელიმე მონაკვეთთან დაკავშირებით არ არის მიღებული, ჯერ შეჯერებული პოზიციები არ არის. საექსპერტო ჯგუფები გააგრძელებენ მუშაობას უშუალოდ ადგილზე. შემდგომი რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩავლენ ადგილზე, კიდევ ერთხელ ჩაატარებენ საველე სამუშაოებს, რომლის შემდეგაც კომისია დაუყოვნებლივ შეიკრიბება და გააგრძელებს მუშაობას საერთო პოზიციების შეჯერებაზე“, – განაცხადა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ლაშა დარსალიამ პირველი არხის ეთერში.

დავით–გარეჯი - Sputnik საქართველო
ვნებათაღელვა დავით-გარეჯის ირგვლივ: აზერბაიჯანის ელჩი საპატრიარქოში მივიდა

მას შემდეგ, რაც დილით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანული მხარე დავით-გარეჯისკენ გზის გაყვანას აგრძელებს, დარსალიამ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ შესაბამისი განმარტებები მოითხოვა.

„ჩვენი პოზიციაა, რომ საზღვრის ზოლის გასწვრივ გადაადგილებასთან დაკავშირებული საკითხები თუ სხვა ნაბიჯების გადადგმა, არ უნდა ხდებოდეს სანამ დელიმიტაციის კომისია არ დაასრულებს მუშაობას. ამაზე ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა აზერბაიჯანულ მხარესთან”, – აღნიშნა დარსალიამ.

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ.

დავით–გარეჯის უნიკალური სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა გადაჭიმული და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, გარეჯის მთაზე ნახევარუდაბნოში მდებარეობს.

დავით-გარეჯი - Sputnik საქართველო
საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა დავით-გარეჯის ირგვლივ არსებულ სკანდალზე ისაუბრა

დავით–გარეჯის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როდესაც 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი – დავითი გარეჯის გამოქვაბულში დასახლდა და იქ პირველი მონასტერი — დავითის ლავრა დააარსა. კომპლექსი 20-ზე მეტი მონასტრისგან შედგება. კომპლექსის ტერიტორიაზე მრავალ ეკლესიასა და სატრაპეზოში VIII—XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები შემორჩა. ფრესკებზე გამოსახული არიან ისტორიული პირები, მათ შორის, თამარ მეფე.

დავით-გარეჯის კომპლექსის ნაწილი, მათ შორის, უდაბნოს მონასტერი, რომელსაც აზერბაიჯანი აკონტროლებს, მთის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობზე მდებარეობს.

დავით-გარეჯის კომპლექსის ტერიტორიას აზერბაიჯანელი ისტორიკოსები კეშიკჩიდაღს უწოდებენ და ის „აზერბაიჯანის ქვის ხსოვნად“ მიაჩნიათ. მათი მტკიცებით, კომპლექსი კავკასიური ალბანეთის ისტორიას განეკუთვნება.

ყველა ახალი ამბავი
0