ცესკო ოპოზიციას საარჩევნო პროცესების დისკრედიტაციაში ადანაშაულებს

გამოწერა
ცესკომ მოუწოდა დამკვირვებლებს, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლებს, ყურადღება მიაქციონ ოპოზიციის მოქმედებებს.

თბილისი, 17 მაისი — Sputnik. ოპოზიცია ცდილობს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის დისკრედიტაციას და 19 მაისის რაიონის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის ზიანის მიყენებას, განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.

„ეს ქმედებები (ოპოზიციის) წინააღმდეგობაშია საარჩევნო კანონმდებლობასთან, აღიარებულ სტანდარტებთან და წარმოადგენს დამკვირვებლებისა და წარმომადგენლებისთვის კანონით მინიჭებული უფლებების აშკარა გადაჭარბებას“, – განაცხადა მიქელაძემ.

ზუგდიდის რაიონის მერის პოსტზე 16 კანდიდატი იბრძვის, თუმცა, პოლიტოლოგების აზრით, ძირითადი კონკურენტები ტრადიციული მეტოქეები არიან – ამჟამინდელი და ყოფილი მმართველი პარტიები „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

„არავის შერჩება“ – ბახტაძე არჩევნების წინ დაპირისპირებულ მხარეებს აფრთხილებს >>

არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური - Sputnik საქართველო
საინტერესო დეტალები 19 მაისის არჩევნებზე: ზუგდიდის მერობის მთავარი პრეტენდენტები

სიტუაცია ზუგდიდის რაიონში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამწვავდა. „ნაცმოძრაობა“ და მისი მომხრეები ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებენ. ცენტრალური ტელეარხების ყველა საინფორმაციო გამოშვებაში გადის ხმაურიანი გარჩევების კადრები ხან ქუჩაში, ხან საკრებულოში, ხან საოლქო საარჩევნო კომისიაში.

ორი დღის წინ სკანდალი მოხდა სწორედ საოლქო საარჩევნო კომისიაში – ოპოზიციონერებმა ემოციური მანერით მოითხოვეს კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის გადადგომა. საბაბი გახდა ის, რომ მესხმა არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე ამომრჩევლების სამაგიდო სიები და ბეჭდები რაიონული კომისიების თავმჯდომარეებს დაურიგა. ცესკომ, ისევე, როგორც ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ამაში დარღვევას ვერ ხედავენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბეჭდების შეცვლა მაინც გადაწყდა.

პროკურატურა სწავლობს ვიდეოჩანაწერს, რომელზეც ამომრჩევლების მოსყიდვაზეა ლაპარაკი >>

ცესკოს პრეს-სპიკერის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციასთან ურთიერთობის მსგავსი ფორმა მიუღებელია.

„საარჩევნო ადმინისტრაცია მიუკერძოებელ დამკვირვებლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, ყურადღებით დააკვირდნენ ზუგდიდის ოლქში არჩევნებში ჩართული მხარეების ქმედებებს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და მთლიანი საარჩევნო პროცესის დაზიანების ხასიათს ატარებს“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

ზუგდიდის რაიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტიის წევრმა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
„ოცნება VS ნაცები“: 2020-ის საპარლამენტო არჩევნების გენერალური რეპეტიცია

„ყოვლად მიუღებელია თავდასხმა საარჩევნო კომისიაზე, რომელიც უკვე წლებია ყველანაირი საერთაშორისო შეფასებით გამართულად და კანონის შესაბამისად წარმართავს საარჩევნო პროცესს. ჩვენი ოპონენტების მიზანია სახელმწიფო ინსტიტუტების, ამ შემთხვევაში კონკრეტულად ცენტრალური საარჩევნო კომისიის დისკრედიტაცია და საარჩევნო პროცესის ჩაშლა სწორედ ზუგდიდში, სადაც მათთვის პოზიციების დაკავებას სიმბოლური დატვირთვა აქვს კანდიდატიდან გამომდინარე“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობამ“ იცის, რომ აგებს არჩევნებს და ამიტომ სიტუაციის გამწვავებას ცდილობს.

„ჩვენი ამოცანაა არჩევნების მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარება. არც ერთი პროვოკაცია, არც ერთი ინციდენტი, რომელიც ჩრდილს აყენებს საარჩევნო პროცესს, არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ადრე შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მოსახლეობას პირობა მისცა, რომ არჩევნებზე თავისუფალ და მშვიდ გარემოს უზრუნველყოფს. მისი თქმით, ხელისუფლება არავის მისცემს არჩევნების დეზინფორმაციებით და პროვოკაციებით დისკრედიტაციის საშუალებას.

მამუკა ბახტაძემ მოსახლეობა არჩევნების წინ გააფრთხილა >>

პროვოკატორები მოსალოდნელ შედეგებზე პრემიერმა მამუკა ბახტაძემაც გააფრთხილა.

ზუგდიდის მერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2017 წელს მმართველი პარტიიდან არჩეული ლაშა გოგია 2018 წლის სექტემბერში გადადგა. ორი თვის შემდეგ კი ის ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

ამ რაიონში 121 ათასზე მეტი ამომრჩეველია. მათთვის 107 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

ყველა ახალი ამბავი
0