15:59 23 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3106
  • 100 RUB4.6653
  • USD2.9710
გიორგი ქობულია

რატომ გადააყენეს გიორგი ქობულია – პრემიერის პირველი განმარტება

© Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს მთავრობა (39)
133 0 0

საქართველოს პრემიერი მთლიანობაში კმაყოფილია ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულიას მუშაობით, თუმცა აღნიშნა, რომ ქობულიას დასახული გეგმების რეალიზაციის კუთხით სისწრაფე არ ჰყოფნიდა.

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ცვლილება ამბიციური გეგმების განხორციელებისთვის სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობით ახსნა.

გუშინ გიორგი ქობულია მინისტრის პოსტზე ნათია თურნავამ შეცვალა, რომელიც მისი მოადგილე იყო.

ახლა გვჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები, ოპერატიულ რეჟიმში, რომელიც ჩვენი საზოგადოებისა და მეწარმეების ინტერესების გამტარებელი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ნათია ამას წარმატებით გაართმევს თავს. დარწმუნებული ვარ, ნათიას ნამდვილად აქვს სოციალური რეალობის სწორი აღქმა", – განაცხადა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე.

მისი სიტყვებით, მთავრობას ძალზე ამბიციური გეგმები აქვს.

დავალებები და ვადები, რაც ნათიას და მის გუნდს ექნება შესასრულებელი, არის ამბიციური და მკაცრი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დახმარებით ნათია წარმატებით გაართმევს მას თავს", – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან ერთად ბახტაძემ ყოფილი ეკონომიკის მინისტრის მოღვაწეობა შეაფასა.

გიორგი ქობულია ძალზე ძლიერი ეკონომისტი, პროფესიონალი და ანალიტიკოსია, მან შეძლო და შეიმუშავა სტრატეგია ყველა ძირითადი ინდუსტრიული მიმართულებით, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მომავალში ჩვენ გამოგვადგება", – განაცხადა ბახტაძემ.

 

თემები:
საქართველოს მთავრობა (39)

მთავარი თემები