ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობიდან მოხსნეს

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი ქობულია
გიორგი ქობულია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი მინისტრი გახდა ნათია თურნავა, რომელიც უწყების ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  ხელი მოაწერა ბრძანებას გიორგი ქობულიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

გიორგი ქობულია ამ თანამდებობაზე 2018 წლის ივნისიდან მუშაობდა. ის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ახალი გუნდის წევრი გახდა.

ტელეკომპანია Imedi-ს ინფორმაციით, ქობულიას გადადგომის მიზეზი ბახტაძესთან უთანხმოება გახდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრი გახდა ნათია თურნავა, რომელიც უწყების ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
თეა წულუკიანმა თანამდებობიდან გადადგომა არ გამორიცხა

გიორგი ქობულია თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის და აშშ-ში ემორის უნივერსიტეტის (Emory University) კურსდამთავრებულია.

2001 წლიდან ქობულია მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კონსალტინგური კომპანია McKinsey-ს გუნდის წევრი იყო. თანამდებობაზე დანიშვნამდე იყო McKinsey-ს მოსკოვის ოფისში უფროსი პარტნიორის რანგში და საერთაშორისო მასშტაბით ატარებდა კონსულტაციებს მეტალურგიული, ნავთობისა და გაზის და ასევე მომპოვებელი და გადამამუშავებელი კომპანიებისთვის. ეს კონსულტაციები მოიცავდა საორგანიზაციო ტრანსფორმაციას, სტრატეგიის შემუშავებას, შესყიდვების მოწესრიგებული სისტემის დანერგვას და სხვა მიმართულებებს.

სანამ შეუერთდებოდა კომპანია McKinsey-ს, ქობულია იყო საქართველოს კარდიოლოგიის ინსტიტუტის კარდიოლოგი, უმსხვილესი ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Merck-ის თანამშრომელი და Sharp & Dohme-ის მეცნიერი მუშაკი.

ყველა ახალი ამბავი
0