რამდენი იხარჯება საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაზე - მინისტრის განმარტება

© photo: Giorgi Margvelashvili / FBწვრთნები ვაზიანის პოლიგონზე
წვრთნები ვაზიანის პოლიგონზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მეოთხედი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე იხარჯება

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტის დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზნით უწყების ხარჯების შესახებ.

მიმდინარე წელს საქართველოში ათობით სამხედრო მოსამსახურე მიიღებს ბინებს>>

„ჩვენ პრინციპული რეფორმების შედეგად შევძელით ის, რომ დღეს თავდაცვის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი მიმართულია ძირითადი შეიარაღების შესყიდვისკენ, თავდაცვის მზადყოფნის ამაღლებისკენ. მინდა გითხრათ, თუ რა კომპონენტებია მნიშვნელოვანი თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად, ეს არის: ქვედანაყოფების დაკომპლექტება, აღჭურვა, მუდმივი წვრთნა და ამ ყველაფრის შენარჩუნება, ანუ ინტიტუციური მექანიზმების შექმნა", - აღნიშნა იზორიამ.

თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
რებრენდინგი თავდაცვის სამინისტროში

მისი განცხადებით, ბიუჯეტის განაწილება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტების შესაბამისად ხდება. მაგალითად, პერსონალურ და სოციალურ ხარჯებზე ბიუჯეტი 55%-ის ფარგლებშია გათვალისწინებული.

„წელს ჩვენ ამ მიმართულებით 48% გვაქვს. შეიარაღების მიმართულებით გადავაჭარბეთ ნატოს სტანდარტს და გვაქვს 24%... საქართველო ხარჯავს დღეს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს თავდაცვის ბიუჯეტისთვის, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ გონივრულად ხარჯავს ამ 2%-ის ფარგლებში ფინანსებს იმისთვის, რომ საბრძოლო მზადყოფნის ხარისხი იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი", - განაცხადა იზორიამ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის თავდაცვის ძალების ზუსტი რაოდენობის შესახებ არ საუბრობს. პარლამენტის დადგენილებით, რაოდენობამ 37 ათასს არ უნდა გადააჭარბოს.

ყველა ახალი ამბავი
0