რებრენდინგი თავდაცვის სამინისტროში

© Sputnik / Alexander Imedashviliთავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
ჰერალდიკის საბჭომ თავდაცვის სამინისტროს ძველ ემბლემა დაიწუნა

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან ერთად თავდაცვის ძალებისა და უწყებისთვის ახალი ემბლემა შეიმუშავა, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ახალ ემბლებაზე მუშაობა 2017 წელს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰერალდიკის საბჭომ თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას წერილით მიმართა. წერილის თანახმად, ამ დრომდე მოქმედი ემბლება არ შეესაბამება უწყების ზოგიერთ სტანდარტს.

ძველი ემბლება არის წითელი ფერის წრე, რომლის ირგვლივაც იყო წარწერა „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო". წრის შუაგულში დატანებული იყო რვაქიმიანი ვარსკვლავი, ასევე ხუთი ვარსკვლავი - ერთი დიდი და ოთხი პატარა, შემოსაზღვრული დაფნის ტოტით.

ძველი სიმბოლოდან ამოღებული იქნა დაფნის ტოტი და რვაქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც უცხოა საქართველოს ჰერალდიკური ტრადიციისთვის. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს განმარტებით, ქართული ჰერალდიკისთვის დამახასიათებელია ვაზის ან მუხის რტოს წნული.

როგორც სპეციალისტებმა აღნიშნეს, თავდაცვის სამინისტროს ემბლემა არ შეესაბამება საქართველოში დამკვიდრებულ ჰერალდიკურ ნორმებს. ჰერალდიკის საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ლოგოზე ასახულიყო საქართველოს სახელმწიფო დროშაზე დატანილი ჯვრის, კერძოდ ბოლნურ -კაცხური ჯვრის სახეობა.

ჰერალდიკის საბჭოს არც რვაქიმიანი ვარსკვლავი და დაფნის ტოტი არ მოეწონა. სპეციალისტების აზრით, ეს ნიშნები უცხოა ქართული ჰერალდიკისთვის. ისინი რეკომენდაციას იძლევიან, რომ გამოყენებული იქნას შვიდქიმიანი ვარსკვლავი და ვაზის ან მუხის რტოს წნული.

მთლიანობაში, ახალი ემბლემის ძირითადი ელემენტები გახდა ფოლადის ფარი და მახვილი. ფარზე დატანილი იქნება ხუთი ახალი ტიპის ვარსკვლავი, შვიდქიმიანი ვარსკვლავი და წარწერა "საქართველო. თავდაცვის ძალები". ფარის ქვედა მხარეს კი ლენტაა დატანებული წარწერით: "სამშობლო, ღირსება, ერთგულება".

 

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური