15:35 24 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2005
  • 100 RUB4.6592
  • USD2.8867
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს მთავრობა (54)
125 0 0

არასაპატიმრო სასჯელის სისტემის რეფორმა საქართველოში პატიმართა რესოციალიზაციაზე იქნება მიმართული

თბილისი, 20 მარტი - Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გეგმავს არასაპატიმრო სასჯელის სისტემის რეფორმირებას ამ საკითხით დაკავებული ორი უწყების გაერთიანების გზით, მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური შედეგის მისაღებად, განაცხადა პარლამენტში მინისტრმა თეა წულუკიანმა.

საქართველოში ახალი საგამოძიებო უწყება იქმნება >>

მთავრობის რეფორმის ფარგლებში ჯერ კიდევ 2018 წლის ივნისში გაუქმდა სასჯელაღსრულების სამინისტრო, ხოლო მისი ფუნქციები იუსტიციის სამინისტროს გადაეცა.

„უახლოეს ხანში განხორციელდება პრობაციის სისტემის რეფორმა, რომლის შედეგი იქნება პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის – ამ ორი საჯარო სამართლის იურიდიული პირის გაერთიანება და ასევე, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების სისტემის რეფორმა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, მთავარი აქცენტი პატიმრების რესოციალიზაციაზე კეთდება.

„ჩვენ ნაკლები დანახარჯებით უნდა მივიღოთ მაქსიმალური შედეგი ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის პირობებში“, - აღნიშნა მინისტრმა.

ოთხშაბათს წულუკიანი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამართულ პლენარულ სხდომაზე წარდგა. ის ერთადერთი უცვლელი მინისტრია მთავრობაში 2012 წლის ბოლოს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ.

პრობაციის ეროვნული სააგენტო პასუხისმგებელია პირობითი მსჯავრის სისტემაზე, ხოლო დანაშაულის პრევენციის ცენტრი მუშაობს ყოფილ პატიმრებთან და საზოგადოებაში მათი ადაპტაციის პრობლემაზე, მათ მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის პრევენციის მიზნით.

თემები:
საქართველოს მთავრობა (54)

მთავარი თემები