ჭორები თუ გარდაუვალობა - თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან მიდის?

© photo: Sputnik / Stringerთეა წულუკიანი
თეა წულუკიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა ჭორები თეა წულუკიანის გადადგომის შესახებ „ოპოზიციის ოცნება“ უწოდა

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. სამთავრობო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, იგეგმება მხოლოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ განახლება - ასეთ კომენტარებს აკეთებენ უმრავლესობის დეპუტატები იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის სავარაუდო გადადგომასთან დაკავშირებულ ჭორებზე.

უცხოური კომპანია? ვინ არჩევს „ქართული ოცნების“ ახალ სახეებს >>

წულუკიანის შესაძლო გადადგომაზე და მეტიც, მის წასვლაზე მმართველი პარტიიდან პარასკევს ალაპარაკდნენ. ამ დროს კი „ქართულ ოცნებაში“ განახლების პროცესი დაიწყო, რომელიც მისმა დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2018 წლის ბოლოს დააანონსა.

„გუნდში განახლება მოსალოდნელია და ეს შეიძლება მოხდეს, თუმცა არა სამთავრობო ცვლილებებით, როგორც ეს ანონსდება. პარტიული განვითარება აქტუალურია და დღის წესრიგში დგას“, – აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
ღარიბაშვილმა პოლიტიკაში და „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნების მიზეზები დაასახელა

მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე ცვლილებებით დაკავდება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც პარტიას ამ კვირაში დაუბრუნდა.

„ირაკლი ღარიბაშვილი, როგორც პოლიტიკური მდივანი, ძალიან საინტერესო ფუნქციებით არის აღჭურვილი. მას შეუძლია და აქვს ამის რესურსი, რომ პარტიული განვითარებისთვის იმუშაოს. დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან წაადგება პარტიის განვითარებას“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.

ხოლო საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა წულუკიანის გადადგომის შესახებ ინფორმაციას ოპონენტების ოცნება უწოდა.

ღარიბაშვილი დაბრუნდა – „ქართული ოცნების“ ირგვლივ ვნებათაღელვა მწვავდება >>

„ეს არის ჭორი და ჩვენი ოპონენტების უფრო სურვილი, ვიდრე რეალობა. ამ ტიპის ინფორმაციას პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე პოლიტიკური მედია ავრცელებს და ეს მხოლოდ ჭორია. ოპონენტებს სურთ, საზოგადოებაში შექმნან ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს გუნდში არის რაიმე სერიოზული პრობლემა“, – განაცხადა სესიაშვილმა.

გიორგი ქადაგიძე - Sputnik საქართველო
TBC Bank–ის საქმე – ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გამოკითხვა უშედეგოდ დასრულდა

ამ კვირაში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი ინფორმაციის მინისტრის, გიორგი ქობულიას გადადგომის შესახებ. თავად მინისტრმა მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ წასვლას არ აპირებს.

„ქართული ოცნების“ განახლების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 2018 წლის ოქტომბერში პირველივე ტურში არჩევნების მოგება ვერ შეძლო და ის ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში დამარცხდა. გამარჯვების მოპოვება შესაძლებელი გახდა მხოლოდ მეორე ტურში, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიაში თავად ივანიშვილი ჩაერთო.

ამასთან ერთად, საქართველოს მმართველი პარტიისთვის 2019 წლის დასაწყისი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა - დეპუტატები „ქართულ ოცნებას“ ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ.

„ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება – ვინ დაიკავებს განდგომილთა ადგილს >>

შედეგად, პარტიამ დაკარგა საკონსტიტუციო უმრავლესობა. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების მტკიცებით, საკონსტიტუციო უმრავლესობა მათ აღარ სჭირდებათ, რადგან ყველა აუცილებელი საკონსტიტუციო შესწორება მიღებულია, შეუძლებელია, ეს მოვლენა პარტიის იმიჯზე არ ასახულიყო.

ყველა ახალი ამბავი
0