ღარიბაშვილმა პოლიტიკაში და „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნების მიზეზები დაასახელა

© press service of the Prime Minister of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში იმავე მიზეზით დაბრუნდა, რა მიზეზითაც ბიძინა ივანიშვილი.

თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეარხ TV Piveli-ს ეთერში პოლიტიკაში და მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ დაბრუნების მიზეზებზე ისაუბრა.

ღარიბაშვილი დაბრუნდა - „ქართული ოცნების“ ირგვლივ ვნებათაღელვა მწვავდება >>

ამჯერად ღარიბაშვილს მმართველი პარტიის პოლიტიკური მდივნის ადგილი შეურჩიეს. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა განმარტეს, რომ ექს-პრემიერის დაბრუნება პარტიის განახლებასა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას უკავშირდება.

„საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც დავტოვე თანამდებობა და არ დაგიმალავთ, რომ ჩემი გული და გონება ყოველთვის იყო კონცენტრირებული პროცესებზე, რომლებიც მიმდინარეობდა ქვეყანაში. მე ვღელავდი, რადგან გარკვეული პრობლემები ჩამოყალიბდა ამ პერიოდის განმავლობაში, რაზეც პარტიის თავმჯდომარემ ისაუბრა, რის გამოც ის დაბრუნდა პოლიტიკაში და მეც, პრინციპში, შემიძლია ვთქვა იგივე, ეს არის ის პრობლემები და მიზეზები, რის გამოც დავბრუნდი პოლიტიკაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ თავის ინტერვიუში განაცხადა, რომ დაბრუნდა პოლიტიკაში, რადგან პარტია დაშლის პირას იყო და „გზიდან გადაუხვია“.

ეკა ბესელია - Sputnik საქართველო
ეკა ბესელია პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნას აანონსებს

„ვფიქრობ, რომ პარტიის თავმჯდომარემ გამოსვლაში მკაფიოდ ჩამოაყალიბა მიზეზები ჯერ კიდევ თვეების წინ, როცა შემობრუნდა პოლიტიკაში. ბუნებრივია, ყველაფერი კარგად რომ წასულიყო, ის ალბათ არ მობრუნდებოდა, ასევე მეც“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნების წინადადება სწორედ ივანიშვილისგან მიიღო.

„ჩვენი ხედვები ერთმანეთს დაემთხვა. ჩვენ შევათანხმეთ ჩვენი სურვილები და მე პარტიაში დავბრუნდი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ექს-პრემიერმა აღნიშნა, რომ მისი დაბრუნება არ დაასუსტებს პარტიის სხვა ლიდერების, მათ შორის, გენერალური მდივნის კახა კალაძის პოზიციებს, რომელთანაც კონფლიქტის შესახებ საუბრობდა მასმედია, როდესაც ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა.

ბურჯანაძე და „ნაცმოძრაობა“ „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლამ გააერთიანა >>

„არავითარი საფუძველი არ აქვს ამ ჭორებს. მე და კახა მოვდივართ 2011 წლიდან, მინდა ეს ყველამ კარგად გაიგოს და ჩვენ ერთად გავიარეთ ის პერიოდი, ასეთი ბევრი ადამიანი არ მოიძებნება დღეს პარტიაში. ჩვენ ძალიან ახლო მეგობრობაც გვაქვს. რაც წამოვედი თანამდებობიდან, არ გაგვიწყვეტია ურთიერთობა... არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა არც პარტიის შიგნით და არც, მით უმეტეს, მთავრობაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გედევან ფოფხაძე - Sputnik საქართველო
გედევან ფოფხაძემ მმართველი პარტია „ქართული ოცნება" დატოვა

ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის პოსტზე თავისი ძირითადი ამოცანაც დაასახელა.

„დღეს ჩემი მიზანია პარტიის გაერთიანება და გაძლიერება. ჩემი ერთ-ერთ მთავარი მისია იქნება პარტიის თავმჯდომარესთან და სხვა ლიდერებთან ერთად ჩვენი პარტიის, დამფუძნებლების, ჩვენი პირველი თაობის თანაპარტიელების, ასევე ახალი თაობის შეკავშირება უფრო მჭიდროდ, უფრო მეტი კოორდინაცია და გაერთიანება და გაძლიერება ჩვენი პარტიის. ეს იქნება ჩემი მთავარი მისია და მთავარი ამოცანა, რაზეც მე ვიმუშავებ პარტიის სხვა წევრებთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გია ჟორჟოლიანმა „ქართული ოცნება" დატოვა >>

ექს-პრემიერის თქმით, ახალ სახეებში ის გულისხმობს არა გარეშე პირებს, არამედ პარტიის იმ წევრებს, რომლებმაც დაწინაურება თავისი ნიჭით დაიმსახურეს.

მან აღნიშნა, რომ პარტიას აქვს რესურსი იმისა, რომ დაიბრუნოს მასზე განაწყენებული ამომრჩევლები და მხარდამჭერები.

„პარტიამ ბევრი შეცდომა დაუშვა, მათ შორის ხელმძღვანელმა პირებმა. ადამიანები, რომლებმაც 2012 წელს გაწირეს და მზად იყვნენ, რომ გაეწირათ საკუთარი თავი, ეს ადამიანები არ უნდა მიატოვო მერე ბრძოლის ველზე უიარაღოდ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

თავის შემდგომ ამოცანად მან „ქართული ოცნებისთვის“ წარმატებული საპარლამენტო არჩევნები დაასახელა.

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
რატომ თქვა უარი „ოცნებამ“ სააკაშვილის ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებაზე

„უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის... იდეალური ადამიანები არ არსებობენ, შეცდომებს ყველა უშვებს, მაგრამ ისინი ჩვენი გუნდის წევრები არიან, ჩვენი აქტივი. ვერავის ვერ დავკარგავთ. მაქსიმალურად უნდა გამოვასწოროთ ისინი, ვინც შეცდომებს უშვებს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებაში“ უნდა არსებობდეს დისციპლინა, რომელიც პარტიას ახლა საგრძნობლად აკლია.

ამასთან მან განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ აპირებს რაიმე სახელმწიფო თანამდებობის დაკავებას და გეგმავს დაკავდეს პარტიის საქმეებით.

ყველა ახალი ამბავი
0