გია ჟორჟოლიანმა „ქართული ოცნება" დატოვა

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ოცნება
ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟორჟოლიანი ბოლო დღეებში მეექვსე დეპუტატია, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარემ გია ჟორჟოლიანმა საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია დატოვა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ზვიად კვაჭანტირაძემ „ქართული ოცნება" დატოვა: ვინ იქნება შემდეგი>>>

ჟორჟოლიანი ბოლო დღეებში მეექვსე დეპუტატია, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, უმრავლესობის დატოვებას აპირებს ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების" წევრი მირიან წიკლაურიც.

გია ჟორჟოლიანმა საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ დააანონსა. დეპუტატი ამ გადაწყვეტილებას სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებსა და საგადასახადო პოლიტიკას უკავშირებდა, რომელზეც „სოციალ-დემოკრატებს" რამდენიმე ინიციატივა ჰქონდათ, თუმცა მმართველმა პარტიამ არც ერთი არ გაიზიარა.

ეკა ბესელია - Sputnik საქართველო
ეკა ბესელია პარლამენტში ახალი ფრაქციის შექმნას აანონსებს

გია ჟორჟოლიანის თქმით, ის დეპუტატ მირიან წიკლაურთან ერთად ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებში" გააგრძელებს საქმიანობას, რომელიც თებერვლის ბოლოს დავით ჭიჭინაძემ დატოვა. გამომდინარე იქიდან, რომ ფრაქციაში დეპუტატების რაოდენობა ხუთამდე შემცირდა, ფრაქციაში კი მინიმუმ ექვსი დეპუტატი უნდა იყოს, „პატრიოტებმა“ ერთ კვირაში უნდა მოძებნონ ჭიჭინაძის შემცვლელი, წინააღმდეგ შემთხევაში ფრაქცია დაიშლება.

რამდენიმე დღის წინ მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა – პარტიის რიგები დატოვეს ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ბექა ნაცვლიშვილმა, ლევან გოგიჩაიშვილმა და ზვიად კვაჭანტირაძემ.

ეკა ბესელია გედევან ფოფხაძესთან და ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად იყო ავტორი პარლამენტში „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტისა, რომელიც მათ პარლამენტში 11 თებერვალს წარადგინეს. საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა პარლამენტის დეპუტატების ინიციატივას საქალაქო, რაიონული და სააპელაციო მოსამართლეების უვადო წესით დანიშვნის 2024 წლამდე გადადების შესახებ. ბესელიამ და გოგიჩაიშვილმა, მას შემდეგ, რაც ეს შესწორებები ჩავარდა, განაცხადეს, რომ ტოვებენ პარტიას.

„პატრიოტთა ალიანსი“ იშლება - დავით ჭიჭინაძემ ფრაქცია დატოვა>>>

ბესელია არ გამორიცხავს პარლამენტში ორი ფრაქციის შექმნას და საპარლამენტო უმცირესობის სტატუსის მოპოვებას.

რაც შეეხება ბექა ნაცვლიშვილს, მან დეპუტატებს საპენსიო რეფორმის საკუთარი ვერსია წარუდგინა და პირობა დადო, რომ თუ მმართველი პარტიის დეპუტატები მას მხარს არ დაუჭერდნენ, ის საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებდა. ასეც მოხდა: კანონპროექტი ჩავარდა, ხოლო ნაცვლიშვილმა წასვლის შესახებ განაცხადა.

ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო
ქართული პოლიტიკური გოგლიმოგლი და მოსამართლის გაცვეთილი მანტია...

საპარლამენტო უმრავლესობაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ოპოზიციისთვისაც არ აუვლია გვერდი. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა რომან გოცირიძემ არ გამორიცხა მოლაპარაკებების დაწყება საპარლამენტო უმცირესობასთან „ევროპული საქართველოს“ სახით ახალი ფორმაციის უმცირესობის შექმნის კუთხით.

საქმე ისაა, რომ, რეგლამენტის თანახმად, ფრაქციას ან ფრაქციებს შეუძლიათ საპარლამენტო უმცირესობის შექმნა იმ შემთხვევაში, თუ მათი დეპუტატების საერთო რაოდენობა უმრავლესობის გარეთ არსებულ დეპუტატთა რაოდენობას აღემატება. დღეისათვის საპარლამენტო უმცირესობა 20 დეპუტატს ითვლის და იმ შემთხვევაში, თუ გაიზრდება იმ დეპუტატების რაოდენობა, რომლებიც უმრავლესობას ტოვებენ, არსებულ უმცირესობას საფრთხე ემუქრება.

„უმრავლესობა დამატებით სამმა დეპუტატმა უნდა დატოვოს, რის შემდეგაც უმცირესობა დაიშლება. საპარლამენტო უმცირესობა არის სერიოზული ბერკეტი ოპოზიციისთვის გამოსვლების დროის გამოყენების კუთხით, ჰყავს წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებში, ამ ფუნქციის დაკარგვა მნიშვნელოვნად შეასუსტებს ოპოზიციის აქტივობას პარლამენტში და ეს არის ცუდი. რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდება, თუ დაიშლება უმცირესობა, ვიმსჯელებთ როგორც ფრაქციაში, ასევე პარლამენტში, ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით არც კონსულტაციები გვქონია „ევროპულ საქართველოსთან“ და არც პარტიაში გვიმსჯელია“, – განაცხადა გოცირიძემ Imedi-ს ეთერში.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0