რა როლის შესრულება შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საკითხში

© Photo: courtesy of Miho Neimanდავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსი
დავითგარეჯას სამონასტრო კომპლექსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტმა მამუკა არეშიძემ არ გამორიცხა, რომ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის მთავრობათაშორისი კომისია მუშაობას გაააქტიურებს.

თბილისი, 28 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ბაქოში ვიზიტის დროს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის თემის გააქტიურებამ შეიძლება ეს საკითხი მკვდარი წერტილიდან დაძრას, მიაჩნია ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს.

„ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ" – რაზე იმსჯელეს ზურაბიშვილმა და ალიევმა ბაქოში >>

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ორმხრივი საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისია 1996 წელს შეიქმნა.

შოშია - Sputnik საქართველო
ქართულ-აზერბაიჯანულ საზღვართან ახლოს ფრინველებზე ნადირობა აიკრძალა

ზურაბიშვილი ოთხშაბათს აზერბაიჯანში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თავის კოლეგა ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამოვიდა ინიციატივით, კომისიის მუშაობა ბოლომდე მიიყვანოს. „ნორმალურია, რომ, გამომდინარე ჩვენი მეგობრული ურთიერთობებიდან, ეს საკითხი ამდენი წლის შემდეგ ბოლოს და ბოლოს დასრულდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეს საზღვარი „უნდა იყოს გამაერთიანებელი და არა გამყოფი“.

„იმედი მაქვს, რომ საკითხი (დემარკაციისა და დელიმიტაციის) მკვდარი წერტილიდან დაიძვრება... ასეთი სადავო საკითხები ქვეყნებს შორის რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაწყდეს“, – განაცხადა არეშიძემ „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, 1996 წლიდან საქართველომ და აზერბაიჯანმა საზღვრის დაზუსტების სამუშაოების თითქმის 70% ჩაატარეს, მაგრამ 2007 წლიდან დელიმიტაციის პროცესში დაბრკოლებები შეიქმნა. დავის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ ობიექტს დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი წარმოადგენს. ამ VI საუკუნის კომპლექსს საქართველოსთვის დიდი კულტურულ-ისტორიული და სულიერი მნიშვნელობა გააჩნია.

საქართველოში საქონლის შემოტანა შემცირდა, ხოლო ქვეყნიდან გატანა – გაიზარდა >>

„ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ კომისია არასწორი გზით მიდის, რადგან მას არ გააჩნია მთელი იმ დოკუმენტების მასივი, რომლებიც სხვადასხვა დროს შეიქმნა. მე ვსაუბრობ რუკებზე. სხვადასხვა მასშტაბის რუკებში არსებობს გარკვეული წინააღმდეგობები. მე მიმაჩნია, რომ მხარეებმა დოკუმენტების მთელი მასივი უნდა შეაგროვონ და, აქედან გამომდინარე, შემხვედრი ნაბიჯები გადადგან“, – განაცხადა არეშიძემ.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის საკითხი მთლიანად მხოლოდ თურქეთთან აქვს გადაწყვეტილი. ქართულ-სომხური საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხი ასევე შემუშავების პროცესშია, ხოლო რუსეთთან სამუშაოები საერთოდ შეჩერებულია.

ყველა ახალი ამბავი
0