ქართულ-აზერბაიჯანულ საზღვართან ახლოს ფრინველებზე ნადირობა აიკრძალა

© photo: Sputnik / Sergey Mal'gavko / გადასვლა მედიაბანკშიშოშია
შოშია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახეთში, სამუხის ველზე ფრინველებზე ნადირობა აიკრძალა, რათა ქურციკები არ დაფრთხნენ

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. კახეთში, სამუხის ველზე, აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს, 13 თებერვლიდან ფრინველებზე ნადირობა იკრძალება, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

ჩატარებული კვლევის თანახმად, სროლის ხმა აფრთხობს ქურციკებს და ისინი ველიდან ტყეში ინაცვლებენ, სადაც ადვილი მოსანადირებელი ხდებიან მგლებისთვის.

მონადირე - Sputnik საქართველო
როდის აიკრძალება გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა

2013 წლიდან, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობის ინიციატივით, საქართველო ორი მეზობელი ქვეყნის უწყებების აქტიური ჩართულობით, ქურციკის პოპულაციის აღდგენის პროექტს ახორციელებს.

აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოყვანილია და გაშვებულია ველურ ბუნებაში 70-ზე მეტი ქურციკი. 2018 წელს საქართველოში ქურციკების უკვე მესამე თაობა დაიბადა.

წარსულში ქურციკი ნადირობის ხშირი ობიექტი იყო. ამჟამად ქურციკზე ნადირობა ყველგან აკრძალულია. როგორც იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველი შეტანილია „ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ წიგნში“.

ყველა ახალი ამბავი
0