ზურაბიშვილი აზერბაიჯანში ეთნიკურ ქართველებს შეხვდება

© photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანის მონახულება ზურაბიშვილისთვის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მისი პირველი რეგიონული ვიზიტი გახდება

თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოინახულებს ქალაქებს კახს, ბალაქანსა და ზაქათალას, სადაც ეთნიკური ქართველები ცხოვრობენ, განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძემ.

პატარაძის თქმით, სახელმწიფოს მეთაურის პირველი რეგიონულ ვიზიტს აზერბაიჯანში „მნიშვნელოვანი დატვირთვა გააჩნია“. ბაქოში ზურაბიშვილი გამართავს შეხვედრებს რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, პრემიერ-მინისტრ ნოვრუზ მამადოვთან და პარლამენტის თავმჯდომარე ოქტაი ასადოვთან.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი ბაქოში ალიევს შეხვდება: რაზე იმსჯელებენ პრეზიდენტები

„ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, ისევე, როგორც ეკონომიკური და სავაჭრო, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობები. საგულისხმოა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა, დაგეგმილია ახალი პროექტების განხორციელება და საინვესტიციო პოლიტიკის გაძლიერება. ყველა ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე იმსჯელებს პრეზიდენტი აზერბაიჯანულ მხარესთან,’’ - ციტირებს პატარაძეს პრეზიდენტის პრეს-სამსახური.

პატარაძის თქმით, პრეზიდენტის ვიზიტი ხელს შეუწყობს საქართველო - აზერბაიჯანის ურთიერთობების გაღრმავებას და გაძლიერებას. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრები ქართველ სტუდენტებთან, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და დიასპორასთან.

პრეზიდენტის ვიზიტი აზერბაიჯანში 28 თებერვალს დასრულდება.

ჟურნალისტები სამი დღე ყარაულობდნენ ზურაბიშვილის სახლს და ბევრი საინტერესო რამ შეიტყვეს >>

დიპლომატიური ურთიერთობები აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის 1992 წლის 18 ნოემბერს დამყარდა. აზერბაიჯანს საქართველოში აქვს საელჩო, ხოლო საქართველოს - ბაქოში. ორივე ქვეყანა ევროპის საბჭოს, ეუთოს, სუამისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრია.

ყველა ახალი ამბავი
0