ზურაბიშვილი ბაქოში ალიევს შეხვდება: რაზე იმსჯელებენ პრეზიდენტები

© Sputnik / Vladimir Umikashviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აზერბაიჯანში სტუმრობა ზურაბიშვილისთვის პირველი რეგიონული ვიზიტი იქნება პრეზიდენტის რანგში.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის მსვლელობისას 27 თებერვალს მაღალი დონის რიგ შეხვედრებს გამართავს, მათ შორის, შეხვდება თავის კოლეგა ილჰამ ალიევს, ნათქვამია ქართული სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეხვედრა ალიევთან გაიმართება პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში – დელეგაციების მონაწილეობით. მოლაპარაკებების შემდეგ ზურაბიშვილი და ალიევი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

„პოლიტიკურ-ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად პრიორიტეტული იქნება კულტურული ურთიერთობების განვითარებაც, რომლის საფუძველსაც ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები ქმნის", – ნათქვამია განცხადებაში.

ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
საქართველომ „კარგი ქვეყნების“ რეიტინგში სომხეთსა და აზერბაიჯანს გაუსწრო

ალიევის გარდა საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ნოვრუზ მამედოვსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ოქტაი ასადოვს.

ვიზიტის დროს პრეზიდენტს ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრები აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებთან და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

დიპლომატიური ურთიერთობები აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის 1992 წლის 18 ნოემბერს დამყარდა. აზერბაიჯანს საქართველოში აქვს საელჩო, ხოლო საქართველოს - ბაქოში. ორივე ქვეყანა ევროპის საბჭოს, ეუთოს, სუამისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრია.

ყველა ახალი ამბავი
0