საქართველომ „კარგი ქვეყნების“ რეიტინგში სომხეთსა და აზერბაიჯანს გაუსწრო

© photo: Sputnikძველი თბილისი
ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოში ყველაზე „კარგი ქვეყნებია“ ფინეთი, ირლანდია, შვედეთი, გერმანია და დანია.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. საქართველომ „კარგი ქვეყნების" (The Good Country Index) რეიტინგში, რომელშიც 153 სახელმწიფოა შესული, 39-ე ადგილი დაიკავა.

ნარიყალა - Sputnik საქართველო
თბილისმა ცხოვრების დონით რომი და ჰონგ-კონგი ჩამოიტოვა

კვლევა ჩატარდა გაეროს, იუნისეფის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებზე დაყრდნობით.

„კარგი ქვეყნების ინდექსის იდეა მარტივია: გაიზომოს პლანეტაზე თითოეული ქვეყანა რამდენად უწყობს ხელს კაცობრიობის კეთილდღეობას. გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემების ფართო სპექტრის გამოყენებით ჩვენ ვსაზღვრავთ თითოეული ქვეყნის ბალანს, რათა ნათლად ვაჩვენოთ, მოაქვს თუ არა ქვეყანას სარგებელი კაცობრიობისთვის, პლანეტისთვის ტვირთია თუ რაღაც შუალედი", – ნათქვამია რეიტინგის ვებ-გვერდზე.

საქართველომ რეიტინგში გაუსწრო აშშ-ს, რუსეთს, საბერძნეთს, სომხეთს, ისრაელს, თურქეთს, აზერბაიჯანს და სხვა ქვეყნებს. ყველაზე დიდი ქულა საქართველომ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისა და ღია ვაჭრობისთვის მიიღო.

რეიტინგში პირველ ადგილზე ფინეთია, საუკეთესო ხუთეულში ასევე შევიდნენ ირლანდია, შვედეთი, გერმანია და დანია.

რეიტინგის აუტსაიდერებს შორის კი მოხვდნენ სურინამი, მავრიტანია, იემენი, ლიბანი და ერაყი.

 

ყველა ახალი ამბავი
0