ჟურნალისტები სამი დღე ყარაულობდნენ ზურაბიშვილის სახლს და ბევრი საინტერესო რამ შეიტყვეს

© Sputnik / Vladimir Umikashviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სამსახურში პერიოდულად ფეხით მიდის და საათზე მეტხანს ვარჯიშობს ფიტნეს-კლუბში.

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ქვეყანას უკვე თვე-ნახევარია მეთაურობს, წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველს არწმუნებდა, რომ თავისი წინამორბედებისგან განსხვავებული პრეზიდენტი იქნებოდა.

ზურაბიშვილი ასევე აცხადებდა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში შინიდან სამსახურში ფეხით ივლიდა.

„მინდა სულ სხვა ტიპის პრეზიდენტი ვიყო, რომელიც საქართველოს აქამდე არ ჰყოლია... მე ჩემ სახლში ვიცხოვრებ. ამ სახლიდან ფეხით ვივლი, როგორც დავდივარ დღეს. ჩემი საყიდელი ბაზარში მე უნდა ვიყიდო და შევხვდე ხალხს", – განაცხადა მაშინ ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის სახლი ძველ თბილისშია, სადაც ასევე მდებარეობს მისი სამუშაო ადგილი – პრეზიდენტის სასახლე.

რამდენად ასრულებს საქართველოს პრეზიდენტი თავის დანაპირებს, ამის გამორკვევას ინტერნეტ-გამოცემა Palitravideo.ge შეეცადა – ჟურნალისტმა სამდღიანი ექსპერიმენტი ჩაატარა.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
იქნება თუ არა სალომე ზურაბიშვილი „შერიგების პრეზიდენტი“

ექსპერიმენტის პირველ დღეს – ორშაბათს, 28 იანვარს, დილის 09:45 საათზე კამერებმა პრეზიდენტი საკუთარ სახლთან ვერ დააფიქსირა. ამ დროისთვის ზურაბიშვილი, სავარაუდოდ, უკვე სასახლეში იყო. თუმცა, კამერების ობიექტივში მოხვდა პრეზიდენტის ოთხფეხა მეგობარი. ძაღლი სასეირნოდ გამოიყვანეს.

სამშაბათს, 29 იანვარს, 09:25 საათზე ზურაბიშვილმა სახლი ავტომობილით დატოვა. ის, სავარაუდოდ, პრეზიდენტის სასახლისკენ წავიდა, მაგრამ არა – ფეხით.

ოთხშაბათი, 30 იანვარი, 09:17 საათი. ექსპერიმენტის მესამე დღე საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. ზურაბიშვილი სახლიდან გამოვიდა და ფეხით წავიდა, მაგრამ არა პრეზიდენტის სასახლეში, არამედ ფიტნეს-კლუბში.

გზაზე მას ჟურნალისტმა ჰკითხა, დადის თუ არა ის ყოველდღე სამსახურში ფეხით. ამაზე ზურაბიშვილმა გულწრფელად უპასუხა: „არა, როცა მინდა".

პრეზიდენტმა დაახლოებით საათ-ნახევარი ივარჯიშა. მან ფიტნეს-კლუბი 10:57 საათზე დატოვა და პრეზიდენტის სასახლისკენ ფეხით გაეშურა. ზურაბიშვილმა თავისი სამუშაო დღე 11:05 საათზე დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0