21:48 18 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2779
  • 100 RUB4.6531
  • USD2.9723
სალომე ზურაბიშვილი და ჟან-კლოდ იუნკერი

საქართველომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობების შესრულებისთვის შექება დაიმსახურა

© Salome Zourabichvili / FB
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობები (35)
14810

უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებს საქართველოს 300 ათასი მოქალაქე ეწვია.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისკენ მიმართულ ოფიციალური თბილისის ქმედებებს დადებითი შეფასება მისცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მოქალაქეები მასობრივად სტუმრობენ ევროკავშირის ქვეყნებს. დღეისთვის მათი რიცხვი უკვე 300 ათასია", – განაცხადა იუნკერმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესები>>

საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილება 2017 წლის მარტიდან შეუძლიათ. 2018 წლის დასაწყისში ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, ისლანდიამ და შვედეთმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოდან ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდის გამო.

„ჩვენ განვიხილეთ სავიზო საკითხი. მინდა გითხრათ ევროკომისიის მხრიდან, რომ ჩვენ ვართ კმაყოფილი, როგორ უძღვება საქართველო უვიზო რეჟიმთან დაკავშირებულ საკითხებს. რა თქმა უნდა, არის რაღაც პრობლემები, მაგრამ კონკრეტულად საქართველოსთან ჩვენ ვინარჩუნებთ უვიზო რეჟიმს. დროდადრო ვამოწმებთ, იზრდება თუ არა ციფრები. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ არ იზრდება და პროცესი კონტროლს ექვემდებარება", – აღნიშნა იუნკერმა.

ზურაბიშვილმა თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტის რანგში სწორედ ბრიუსელში განახორციელა, სადაც 21 იანვარს ჩავიდა. ის, პირველ რიგში, შეხვდა ქართული დიასპორის წარმომადგენლებსა და ქართველ სტუდენტებს.

ზურაბიშვილმა ასევე გამართა შეხვედრები ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში იოჰანეს ჰანთან, ევროსაბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, ევროკომისართან მიგრაციის, შინაგან საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის აბრამოპულოსთან.

საქართველოს პრეზიდენტი ოთხშაბათს შეხვდება ევროკავშირის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელს ფედერიკა მოგერინის, ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსა და ევროპარლამენტის ხელმძღვანელს ანტონიო ტაიანის.

 

თემები:
საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობები (35)

მთავარი თემები