03:33 21 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
ნიკოლ ფაშინიანი და მამუკა ბახტაძე ბოლნისში

ფაშინიანი პრემიერობის მეორე დღეს საქართველოს ესტუმრა

© photo: Government of Georgia / FB
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საგარეო პოლიტიკა–2018 (363)
148 0 0

პრემიერ-მინისტრებმა ქართულ-სომხური ურთიერთობები განიხილეს და  ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვეს.

თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დანიშვნიდან მეორე დღეს საქართველოს არაოფიციალურად ეწვია და თავის ქართველ კოლეგას, მამუკა ბახტაძეს შეხვდა, ნათქვამია მთავრობის მეთაურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად მეორედ 14 იანვარს დაინიშნა. შესაბამის ბრძანებულებას ქვეყნის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა მოაწერა ხელი.

Встреча Никола Пашиняна и Мамуки Бахтадзе в Болниси
ნიკოლ ფაშინიანი და მამუკა ბახტაძე ბოლნისში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის მონაცემებით, ორი ქვეყნის მთავრობების მეთაურების არაოფიციალური შეხვედრა ბოლნისში გაიმართა.

ბახტაძემ ფაშინიანს დანიშვნა პირადად მიულოცა. საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და  ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ერევანში 10 სექტემბერს შედგა. მანამდე, 30 მაისს პირველი ოფიციალური ვიზიტით თბილისს ფაშინიანი ეწვია.

თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა–2018 (363)

მთავარი თემები