ფაშინიანი პრემიერობის მეორე დღეს საქართველოს ესტუმრა

© photo: Government of Georgia / FBნიკოლ ფაშინიანი და მამუკა ბახტაძე ბოლნისში
ნიკოლ ფაშინიანი და მამუკა ბახტაძე ბოლნისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერ-მინისტრებმა ქართულ-სომხური ურთიერთობები განიხილეს და  ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვეს.

თბილისი, 15 იანვარი - Sputnik. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დანიშვნიდან მეორე დღეს საქართველოს არაოფიციალურად ეწვია და თავის ქართველ კოლეგას, მამუკა ბახტაძეს შეხვდა, ნათქვამია მთავრობის მეთაურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად მეორედ 14 იანვარს დაინიშნა. შესაბამის ბრძანებულებას ქვეყნის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა მოაწერა ხელი.

© photo: Government of Georgia / FBნიკოლ ფაშინიანი და მამუკა ბახტაძე ბოლნისში
ფაშინიანი პრემიერობის მეორე დღეს საქართველოს ესტუმრა - Sputnik საქართველო
ნიკოლ ფაშინიანი და მამუკა ბახტაძე ბოლნისში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის მონაცემებით, ორი ქვეყნის მთავრობების მეთაურების არაოფიციალური შეხვედრა ბოლნისში გაიმართა.

ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო
ბახტაძემ ფაშინიანს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა

ბახტაძემ ფაშინიანს დანიშვნა პირადად მიულოცა. საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს და  ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ერევანში 10 სექტემბერს შედგა. მანამდე, 30 მაისს პირველი ოფიციალური ვიზიტით თბილისს ფაშინიანი ეწვია.

ყველა ახალი ამბავი
0