ბახტაძემ ფაშინიანს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა

© Sputnik / Asatur Esayants / გადასვლა მედიაბანკშინიკოლ ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერი იმედოვნებს, რომ ქართულ-სომხური ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება და გაღრმავდება.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა მიულოცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს პრეზიდენტმა ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა>>>

ფაშინიანი კვლავ გახდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი, შესაბამის განკარგულებას ქვეყნის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ხელი 14 იანვარს მოაწერა.

„ნება მიბოძეთ, საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად მოგილოცოთ თქვენ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნა. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით მეგობარი სომხეთი შეძლებს წარმატებით განახორციელოს პროგრესული რეფორმები, რაც ხელს შეუწყობს რეგიონულ განვითარებასა და სტაბილურობას", – აღნიშნულია საქართველოს პრემიერის წერილში.

საკუთარ გზავნილში ბახტაძემ იმედი გამოთქვა, რომ კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე დამყარებული ქართულ-სომხური ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება და გაღრმავდება.

მიტინგი ერევანში - Sputnik საქართველო
ფაშინიანის კარტ-ბლანში თუ ძალების ბალანსი - სომხეთი არჩევნებისთვის ემზადება

პრემიერ ბახტაძის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ერევანში 10 სექტემბერს შედგა. მანამდე, 30 მაისს კი თბილისს პირველი ოფიციალური ვიზიტით ფაშინიანი ეწვია.

სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, ახლად არჩეულ პარლამენტში პრემიერ-მინისტრს არ ირჩევენ. საპარლამენტო უმრავლესობის მქონე პოლიტიკური ძალა მთავრობის მეთაურის პოსტზე საკუთარ კანდიდატს წარადგენს, რის შემდეგაც მას პრეზიდენტი ამტკიცებს.

ადრე ფაშინიანის კანდიდატურა ბლოკმა "ჩემი ნაბიჯი" წარადგინა.

„ხავერდოვანი რევოლუციის" შემდეგ სომხეთის ეროვნულმა კრებამ 8 მაისს გამართულ სხდომაზე მოძრაობა „ჩემი ნაბიჯის" ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი პერმიერ-მინისტრად აირჩია.

16 ოქტომბერს კი, სომხეთის ეროვნული კრების გაწვევის და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მიზნით, რომელიც 9 დეკემბერს გაიმართა, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გადადგა.

ჩატარებული არჩევნების შედეგად ახალ პარლამენტში ყველაზე მსხვილი ფრაქცია ბლოკი „ჩემი ნაბიჯი" გახდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0