ფაშინიანის კარტ-ბლანში თუ ძალების ბალანსი - სომხეთი არჩევნებისთვის ემზადება

გამოწერა
ქართველმა პოლიტოლოგმა სომხეთის მომავალი საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა დაასახელა

თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ხავერდოვანი რევოლუციის ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის ბლოკი „ჩემი ნაბიჯი“ სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე გაიმარჯვებს, მაგრამ ქართველი პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე მიიჩნევს, რომ კენჭისყრის მთავარი ინტრიგა იმაშია, რა სხვაობით გაიმარჯვებს ის არჩევნებზე.

საპარლამენტო არჩვენები სომხეთში კვირას გაიმართება.

ფაშინიანმა ზურაბიშვილს გამარჯვება მიულოცა >>

ფაშინიანი ხელისუფლებაში მიმდინარე წლის მაისში მასობრივი მიტინგების შედეგად მოვიდა. ადამიანები სომხეთის ექს-პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას აპროტესტებდნენ.

„ჯერჯერობით რევოლუციური მუხტი და ქვეყნის შეცვლის სურვილი არსებობს და ვფიქრობ, რომ ფაშინიანი გაიმარჯვებს. უბრალოდ, იმის თქმა მიჭირს, რამხელა სხვაობით გაიმარჯვებს. ამაზე კი სომხეთის მომავალი იქნება დამოკიდებული - როგორი იქნება მისი მთავრობის ლეგიტიმაცია“, - განაცხადა სიხარულიძემ „Sputnik-საქართველოს“ ინტერვიუში.

მიტინგი ერევანში - Sputnik საქართველო
არჩევნები თუ მაიდანი: ფაშინიანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრეა

საპარლამენტო არჩევნებზე ფაშინიანის ბლოკის მთავარი კონკურენტი იქნება ყოფილი მმართველი პარტია „სომხეთის რესპუბლიკური პარტია“. პოლიტოლოგის თვალსაზრისით, მომავალ პარლამენტში ამ პარტიის მანდატების რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეძლებს მისი ხელმძღვანელობა თავიანთი ამომრჩევლების მობილიზებას.

„პირველ რიგში ვფიქრობ, რომ თუ ყოფილი მმართველი პარტია, რომელიც წლების განმავლობაში ხელისუფლებაში იყო, სწორად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ მექანიზმებს - მის მიერ დაგროვილ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კაპიტალს, ის შეძლებს გარკვეული ხმების მოპოვებას“, - აღნიშნა სიხარულიძემ.

ის არ გამორიცხავს, რომ მიუხედავად ყოფილი მმართველი პარტიის მცდელობისა მხარდამჭერების მობილიზაციის კუთხით, ადამიანებმა მასზე საერთოდ შეიძლება უარი თქვან და ფაშინიანის ბლოკი პარლამენტში ოპონენტების გარეშე დატოვონ.

ვიდეოხიდი თბილისი–ერევანი: ქართულ–სომხური წინასაარჩევნო ვნებანი >>

„ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად რადიკალური განწყობა არის საზოგადოებაში. თუ საზოგადოება არ არის მზად იხილოს ყოფილი მმართველი პარტია პარლამენტში, მაშინ, რა თქმა უნდ, ფაშინიანი სრულ გამარჯვებას მოიპოვებს, ხოლო თუ საზოგადოებაში არსებობს ისეთი განწყობა, რომ უნდა იყოს გარკვეული ბალანსი და ყოფილი ხელისუფლება არც ისე ცუდია, მაშინ ის ფაშინიანს კონკურენციას გაუწევს“, - განაცხადა სიხარულიძემ.

ამასთან მან საქართველოსთან პარალელი გაავლო და მოუწოდა სომხეთის ხელისუფლებას ქართული გამოცდილება გაითვალისწინოს.

სელფი სალომე ზურაბიშვილთან - Sputnik საქართველო
რა დაუჯდა ამომრჩევლის თითოეული ხმა ზურაბიშვილსა და ვაშაძეს

„არსებობს საქართველოს ძველი გამოცდილება. როდესაც ადამიანი ძალიან მაღალი პროცენტით იგებს - 80-90%. სამწუხაროდ, ეს ძირითადად სავალალოდ მთავრდება, რადგან ახალი ხელისუფლება მსგავსი მაღალი ლეგიტიმაციის დროს მიიჩნევს, რომ მას ყველაფერზე კარტ-ბლანში მისცეს“, - აღნიშნა სიხარულიძემ.

2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოში უამრავი რეფორმა განხორციელდა. სწრაფი ცვლილებების შედეგად საქართველო ბევრი განვითარებადი ქვეყნისთვის მაგალითად იქცა.

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს რეფორმების პარალელურად საქართველოს ხელისფლებას ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტების გამო ხშირად აკრიტიკებდნენ. სიხარულიძე დარწმუნებულია, რომ ეს გამოიწვია ჭარბმა ნდობამ, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ რეფორმატორების ახალგაზრდულ გუნდს მიანიჭა.

რაც შეეხება სომხეთს, ნიკოლ ფაშინიანი 16 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა. ეს იმისათვის გაკეთდა, რომ მომხდარიყო პარლამენტის გაწვევა, რომელიც „რესპუბლიკური პარტიის“ და „აყვავებული სომხეთის“ დეპუტატებით იყო დაკომპლექტებული. ეს ძალები ასოცირდება ყოფილ პრემიერ სერჟ სარგსიანთან, რომლის მმართველობამ ქვეყანაში მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია.

სომხეთის ეროვნულ კრებაში 105 დეპუტატია. მეექვსე მოწვევის პარლამენტის გაწვევამდე მანდატები შემდეგნაირად იყო განაწილებული: ფრაქცია „სომხეთის რესპუბლიკური პარტია“ – 50 დეპუტატი, ფრაქცია „ცარუკიანი“ – 31 დეპუტატი, „ელკი“ – 9 დეპუტატი, „დაშნაკცუტიუნი“ – 7 დეპუტატი და კიდევ რვა დეპუტატი, რომელიც არცერთი ფრაქციის წევრი არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0