21:17 12 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2697
  • 100 RUB4.6355
  • USD2.9633
საპროტესტო აქცია რუსთაველზე

ოპოზიციამ ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს საკუთარი გეგმები გაახმოვანა

© Sputnik / Shota Nozadze
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია (45)
191 0 0

ინაუგურაციის დღეს საპროტესტო აქციები საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში გაიმართება

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს აქციებს ოთხ დიდი ქალაქში გამართავს, განაცხადა გაერთიანების წარმომადგენელმა, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.

როგორი ამინდი იქნება პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს >>

„ძალა ერთობაშიას“ ლიდერები, რომლის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრიდა, არჩევნების შედეგებს არ ცნობენ. მათ ზურაბიშვილის მხარდამჭერი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ამომრჩეველთა დაშინებისა და მოსყიდვის გზით არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს.

საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს და არჩევნების დღეს დაფიქსირებულ დარღვევებს შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.

„იქნება მრავალათასიანი მსვლელობა და გავაპროტესტებთ იმას, რომ ხელისუფლებამ ასე წაართვა საქართველოს მოქალაქეებს არჩევნების უფლება. ჩვენ ვიქნებით ძალიან ბევრი და ძალიან ხმამაღლა მივაწვდენთ ხმას იმ ხელისუფლებას, რომელმაც ფეხქვეშ გათელა თითოეული ჩვენი მოქალაქის კონსტიტუციური უფლება აერჩია საქართველოს პრეზიდენტი“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

მისი თქმით, „ძალა ერთობაშია“ აქციების გამართვას გეგმავს არამარტო თელავში, სადაც ინაუგურაცია შედგება, არამედ ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ზურაბიშვილის ინაუგურაციის ახალი დეტალები >>

ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე სტუმრები 50-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოვლენ, მათ შორის სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და სხვ.

ზურაბიშვილის უფლებამოსილება 2024 წლის შემოდგომაზე ამოიწურება.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და პარლამენტის დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი კენჭს იყრიდა როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი. თუმცა მას მხარს აქტიურად მმართველი პარტია უჭერდა. ზურაბიშვილს ხმა მისცა 1,1 მილიონმა ამომრჩეველმა, ანუ არჩევნებზე მისული ამომრჩევლების 59,52%-მა.

თემები:
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია (45)

მთავარი თემები