როგორი ამინდი იქნება პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს

© Sputnik / Alexander Imedashviliთელავის ცენტრი
თელავის ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თელავში ჩასულ სტუმრებს კვირას მზიანი და თბილი ამინდი ელოდება

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ თელავში, სადაც კვირას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება.

15:00 საათზე, როდესაც საზეიმო ცერემონია დაიწყება, ჰაერი კახეთში 11 გრადუსამდე გათბება. ღონისძიება ღია ცის ქვეშ ბატონის ციხეში - ერეკლე მეორის სასახლის ეზოში ჩატარდება.

© Sputnik / Vladimir Umikashviliმეფე ერეკლე მეორის სასახლე თელავში
როგორი ამინდი იქნება პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს - Sputnik საქართველო
მეფე ერეკლე მეორის სასახლე თელავში

ცერემონია უნდა იყოს მოკლე და მოკრძალებული, თუმცაღა საქართველოში სტუმრებს 50-მდე ქვეყნიდან ელოდებიან.

პროტოკოლის მიხედვით, ზურაბიშვილმა მარჯვენა ხელი საქართველოს კონსტიტუციას უნდა დაადოს და ფიცის სიტყვები წარმოთქვას.

© Sputnik / Vladimir Umikashviliმეფე ერეკლე მეორის მომზადება ინაუგურაციისთვის
როგორი ამინდი იქნება პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს - Sputnik საქართველო
მეფე ერეკლე მეორის მომზადება ინაუგურაციისთვის

ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ თელავის თეატრში საზეიმო მიღება გაიმართება.

ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 28 ნოემბერს გაიმარჯვა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მხარდაჭერით მან გრიგოლ ვაშაძის დაამარცხა, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.

ყველა ახალი ამბავი
0