რას შეცვლის ზურაბიშვილის პრეზიდენტობა

© REUTERS / DAVID MDZINARISHVILIსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველად ისტორიაში - საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტად ქალი, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იქნა არჩეული, რომელსაც მხარს მმართველი გუნდი უჭერდა.

ქართველი ექსპერტების აზრით, ზურაბიშვილის პრეზიდენტობა შეცვლის საქართველოს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკას.

საქართველოს პირველი ქალი-პრეზიდენტი: ზურაბიშვილის ბიოგრაფია>>>

ისტორიული არჩევნები

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე დარწმუნებულია, რომ ზურაბიშვილის პრეზიდენტობა უცხოეთში მყოფ ქართველ ემიგრანტებს წაადგება. ზურაბიშვილის მამამ ხომ საქართველო 1921 წელს - როცა ქვეყანა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდა - მაშინ დატოვა და პარიზში გაემგზავრა. თავად სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დაიბადა.

ლიეტუვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება პირველმა ლიეტუვის პრეზიდენტმა მიულოცა

„პრეზიდენტად ქალი პირველად იქნება - ეს ამ გამარჯვების ყველაზე ზუსტი ელემენტია. გარდა ამისა, ქვეყნის სათავეში იქნება ადამიანი, რომელიც იმ ქართველების შთამომავალია, რომლებიც თავის დროზე ბოლშევიკურმა მთავრობამ გააძევა და ზურაბიშვილის სახით, ერთგავრად, 1921 წლამდე ქართული მმართველობა ბრუნდება", - განაცახდა საყვარელიძემ „Sputnik საქართელოსთან" ინტერვიუში.

მდიდარი გამოცდილება

ზურაბიშვილის პროფესიული გამოცდილება უფლებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ იგი ღირსეულად შეძლებს საქართველოს საერთაშორისო არენაზე წარმოჩენას. ზურაბიშვილი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, წარმოადგენდა ქვეყანას იტალიაში, აშშ-სა და გაეროს შტაბ-ბინაში.

შოკი და სიხარული: რეაქცია არჩევნების შედეგებზე სოციალურ ქსელებში>>>

„ზურაბიშვილის ბიოგრაფიას თუ გადავავლებთ თვალს, ამ ფიგურის მიმართ ბევრ პლუსებს დავინახავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ბიოგრაფიისა და პოლიტიკური მუშაობის სტილის ადამიანი, შეძლებს პრინციპულობისა და პოლიტიკაში გარკვეული მანევრირების შერწყმას, მას დიდი პერსპექტივა გააჩნია", - განაცხადა საყვარელძემ.

როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, მართალია, პრეზიდენტს შეზღუდული უფლებამოსილებები აქვს, მაგრამ იგი ქვეყანას საზღვრებს გარეთ წარმოადგენს, ამიტომ ზურაბიშვილი დომინანტ როლს ითამაშებს საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში.

„ნაცმოძრაობის" მარცხი

ზურაბიშვილის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი იმან ითამაშა, რომ მისი ოპონენტი გრიგოლ ვაშაძე პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენდა, რომელიც ქვეყანას 2003-2012 წლებში მართავდა.

გრიგოლ ვაშაძე - Sputnik საქართველო
გაერთიანებული ოპოზიცია მომხრეებს 29 ნოემბერს ფილარმონიაში შეკრებს

საყვარელიძის სიტყვებით, "ნაცმოძრაობის" ნეგატიურ განწყობას ადასტურებს საქართველოს ექს-პრეზიდენტის განცხადება, რომელიც მან არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში გააკეთა. სააკაშვილმა თავის ვიდეომიმართვაში არჩევნების შედეგები არ აღიარა და ყველას დაუმორჩილებლობის მასშტაბური აქციებისკენ მოუწოდა.

„ზურაბიშვილის გამარჯვებაში გარკვეული როლი, ალბათ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ითამაშა და ეს როლი მან ბოლო წუთამდე ითამაშა. ჩვენმა ექს-პრეზიდენტმა ხომ საკუთარი მომხრეების დაუმორჩილებლობა გამოაცხადა და მათ რევოლუციისკენ, ახალი დესტაბილიზაციისკენ და ა.შ. უბიძგა", - მიაჩნია საყვარელიძეს.

რატომ დამარცხდა ვაშაძე?

საყვარელიძე ვაშაძის დამარცხებას "ნაცმოძრაობის" ფაქტორს უკავშირებს.

„ნაციონალური მოძრაობა" დამარცხდა იმიტომ, რომ ის საკუთარი ხალხისადმი აგრესიული იყო. „ნაცმოძრაობა" ფიქრობს, რომ ხალხისადმი აგრესია ხელს შეუწყობს იმას, რომ ეს ხალხი არჩევანს ამ პარტიაზე გააკეთებს. ალბათ, „ნაციონალური მოძრაობა" აქ შეცდა", - აღნიშნა საყვარელიძემ.

 

ყველა ახალი ამბავი
0